ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

უკან დაბრუნება
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 484
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016922

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №484

2024 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. გლდანის რაიონში ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            გიორგი ტყემალაძე