ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის სახელის მინიჭების შესახებ

უკან დაბრუნება
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016915

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება N477

2024 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის,  დიმიტრი ქააძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის, დიმიტრი ქააძის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ტყემალაძე