„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება

დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017253

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

 ბრძანება №76

2024 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 06 ივნისის №44 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016266) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:          

„ი) სამინისტროს მოსამსახურეთა, მათ შორის, დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეთა მიღება-განთავსება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში და ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესის განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი