„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 18/09/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016350
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №207

2024 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 07/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. დამატებითი ტექნიკური პირობები

1. ასაკეცი შასით აღჭურვილი ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №6 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

2. პლანერის ბუქსირების განსახორციელებლად ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №7 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

3. ავარიული პარაშუტით აღჭურვილი ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №8 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

4. ცვლადი ბიჯის მქონე საჰაერო ხრახნით აღჭურვილი ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №9 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.“.

2. დაემატოს №6-№9 დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი