„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 26/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017508
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1022

2024 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბიზნესასისტენტის მომსახურება – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის/საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის ზოგიერთი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, პირადი ბიზნესასისტენტის მეშვეობით;“.

2. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ბიზნესასისტენტის მომსახურების გაწევა სპეციალურ სივრცეში და პირადი ბიზნესასისტენტის ადგილზე ვიზიტის მეშვეობით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 26 სექტემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე