„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016536
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2024 წლის 11 სექტემბერი

დაბა ხარაგაული

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18  დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი,17/05/2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016499).

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 552, 556, 771, 772 , 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილების, 1254, 1341, 135-ე, 1461, 148-ე (გარდა მესამე ნაწილისა), 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 152-ე, 1522 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1533 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების,1534, 1561, 1585 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 159-ე, 1591, 1662, 1728, 1729 მუხლების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად”

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 552, 556, 771, 772, 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილების, 1254, 1341, 135-ე, 1461, 148-ე (გარდა მესამე ნაწილისა), 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 152-ე, 1522 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1533 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 1534, 1561, 1585 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662, 1728, 1729 მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულებით განსაზღვრული საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).’’

3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 2. დამტკიცდეს:

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466,552, 556, 771, 772, 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე,125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილების, 1254, 1341, 135-ე, 1461, 148-ე (გარდა მესამე ნაწილისა), 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 152-ე, 1522 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1533-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 1534, 1561, 1585-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662, 1728, 1729 მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების,წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).“.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 552, 556, 771, 772, 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში)​, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილების, 1254, 1341, 135-ე, 1461, 148-ე (გარდა მესამე ნაწილისა) 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 152-ე, 152​2 მუხლის, 1525 -152​9 მუხლების, 1533-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 1534, 1561, 1585-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591166 2, 172 8, 172 9 მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სამართალდარღვევის ოქმის ფორმების  შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“;

5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 552, 556, 771, 772, 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში)​, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილების, 1254, 1341, 135-ე, 1461, 148-ე (გარდა მესამე ნაწილისა), 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 152-ე, 1522 მუხლის, 1525 -152​9 მუხლების, 1533 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 1534, 1561, 1585 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების,  159-ე, 1591, 1662, 1728, 1729 მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-80 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ,  სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე