„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება

დოკუმენტის ნომერი 43/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016757
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №43/2024

2024 წლის 9  სექტემბერი

ქ. თბილისი

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 31/08/2024, 010340000.15.008.016755):

1. სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, პარტიული სიების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“.

2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. დამტკიცდეს პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის №1-ის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ცესკოში რეგისტრირებულმა იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებიც გადაწყვეტენ პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის მიზნით გამოიყენონ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესი, შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს, დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში პარტიული სიები და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ მატერიალური ფორმით.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი