შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია) შორის - 2024 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ

უკან დაბრუნება
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია) შორის - 2024 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191/9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016785

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა

და

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია) შორის

2024 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის 27 სექტემბერს თბილისში, საქართველოში, 2024 წლის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების (შემდგომში „ღონისძიება“) მასპინძლობასთან დაკავშირებით;

ვინაიდან საქართველოს მთავრობა (შემდგომში „მთავრობა“), სათანადოდ წარმოდგენილი სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის მიერ, განისაზღვრა 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მასპინძლად, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 25-ე სესიაზე მიღებული A/RES/770(XXV) რეზოლუციის საფუძველზე;

ვინაიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (შემდგომში „გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია“ ან „ორგანიზაცია“), რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ, წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ სააგენტოს და ტურიზმის სფეროში წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 166 ქვეყანა და ტერიტორია და 500-მდე ასოცირებული წევრი, რომლებიც წარმოადგენენ კერძო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტურიზმის ასოციაციებსა და ტურიზმის ადგილობრივ ორგანოებს;

ვინაიდან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას სურს ღონისძიების ჩატარება თემაზე „ტურიზმი და მშვიდობა“, ხოლო მთავრობას სურს და შეუძლია მისი მასპინძლობა;

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

I

პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები

  1. ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს მონაწილეებს ღონისძიებაზე დასასწრებად. სამდივნომ მთავრობის მიერ ამ მიზნით დანიშნულ ორგანოებს თავის დროზე უნდა მიაწოდოს მოწვევის მიმღებ პირთა სახელები და გვარები, რათა ქვეყანაში მათი მგზავრობისა და ყოფნისთვის უზრუნველყოფილ იქნეს საუკეთესო პირობები.
  1. ეს შეთანხმება ეფუძნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წესდების 32-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც: „ორგანიზაცია თავისი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სარგებლობს თავისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით. ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები შეიძლება განისაზღვროს ორგანიზაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით“, ასევე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ოცდამეერთე გენერალური ასამბლეის 662(XXI) რეზოლუციას.
  1. ღონისძიებასთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნეს „სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ 1947 წლის კონვენცია (შემდგომში „კონვენცია“) და მისი XVIII დანართი, რომელიც მიღებულია მეჩვიდმეტე გენერალური ასამბლეის მიერ 545 (XVII) რეზოლუციის საფუძველზე.
  1. მონაწილეები ისარგებლებენ ისეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, როგორიც ენიჭება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოების კონფერენციებზე წარგზავნილ დელეგატებს, კონვენციის V მუხლის შესაბამისად.
  1. ყველა მონაწილეს და ღონისძიებასთან დაკავშირებული ფუნქციების შემსრულებელ ყველა პირს აქვს საქართველოში/საქართველოდან შეუფერხებელი შესვლისა და გასვლის უფლება. მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყოს თავის ტერიტორიაზე მონაწილეთა შესვლას, დარჩენას და გასვლას, განურჩევლად მათი ეროვნებისა. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და მისი წევრების მიმართ კეთილი ნების ნიშნად, მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას გასწევს, რათა უზრუნველყოს საჭირო ვიზების უფასოდ და გაჭიანურების გარე გაცემა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
  1. ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ენიჭება ისეთივე პრივილეგიები და იმუნიტეტები, გამონაკლისები და შეღავათები, როგორიც დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, კონვენციის VI მუხლის შესაბამისად.
  1. ორგანიზაციის ოფიციალური პირები ასევე სარგებლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოების კონფერენციებისთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, კონვენციის VI და VIII მუხლების შესაბამისად.
  1. კონვენციის დებულებების შეუზღუდავად, ყველა მონაწილე და პირი, რომელიც ასრულებს ღონისძიებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, სარგებლობს ისეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, შეღავათებითა და უფლებებით, რომლებიც აუცილებელია ღონისძიებასთან დაკავშირებული მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის.

II

ღონისძიების ორგანიზების პირობები

  1. ღონისძიება გაიმართება სასტუმროში Paragraph Freedom Square, 2024 წლის 27 სექტემბერს.
  1. მთავრობა ორგანიზაციას უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიებისთვის საჭირო პერსონალით, საოფისე ფართით, თარჯიმანთათვის აუცილებელი აპარატურით, საოფისე ინვენტარით, კონფერენციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლების დასამზადებელი აპარატურით, როგორც ეს მითითებულია დანართში I, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ამგვარი არაფულადი შენატანები, როგორც ეს მითითებულია დანართში II, უნდა შეფასდეს სამართლიანი ღირებულებით, რომელიც არსებობდა წინამდებარე შეთანხმების გაფორმების დღეს. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, პროექტის დასრულების შემდეგ შენატანები ნატურით დაუბრუნდება მიმწოდებელ მხარეს.
  1. მთავრობა აუნაზღაურებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს ორგანიზაციას ნებისმიერ სარჩელთან, პრეტენზიასთან ან მოთხოვნასთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მთავრობის მიერ მივლენილი პირებისთვის ან გამოყოფილი რესურსებისთვის მიყენებული ზარალის ან ზიანის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ზარალი ან ზიანი გამოწვეულია ორგანიზაციის ან მისი თანამდებობის პირების უხეში დაუდევრობით, ან განზრახ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებით.
  1. მთავრობის მიერ გამოყოფილი საკონფერენციო დარბაზი, ოფისები და სხვა შენობები წარმოადგენს საკონფერენციო სივრცეს და განიხილება როგორც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ობიექტები ღონისძიების მიმდინარეობისას, ასევე ნებისმიერი დამატებითი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია ღონისძიების მოსამზადებელი და დამამთავრებელი სამუშაოების ჩატარებისთვის.
  1. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ შეხვედრის/კონფერენციის/ღონისძიების გარე წყაროებიდან დაფინანსებაზე, მისი ხარისხისა და ორგანიზების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. ერთ-ერთი მხარის მიერ მოძიებული ნებისმიერი ამგვარი დაფინანსება, მასთან დაკავშირებული პირობების ჩათვლით, ექვემდებარება მეორე მხარის წერილობით თანხმობას.
  1. გაეროს უსაფრთხოებისა და უშიშროების დეპარტამენტის (UNDSS) მიერ სავალდებულოდ დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს ღონისძიებაში მონაწილე დელეგატების, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად. მასპინძელი ქვეყანა უზრუნველყოფს დაცულობას ღონისძიების ეფექტიანად ჩასატარებლად, უსაფრთხო და მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი არეულობის გარეშე, მათ შორის, შემდეგი პროცედურების განხორციელებას:
  • ღონისძიებასთან დაკავშირებული ლოკაციების (სასტუმრო/განთავსების ადგილები და ღონისძიების ჩატარების ადგილი) და პერიმეტრის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების და მათი გამართულობის, ასევე უსაფრთხოების გეგმის შედგენაზე პასუხისმგებელი პერსონალის შემოწმება.
  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებთან, საევაკუაციო გასასვლელებთან დაკავშირებული და ყველა სხვა უსაფრთხოების ზომის შემოწმება ღონისძიების ჩატარების ადგილზე და მის პერიმეტრზე.
  • უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, რომელსაც ნებისმიერ დროს დაუკავშირდება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის უსაფრთხოების დეპარტამენტი.
  • მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის, ნებისმიერ დროს ყველა აუცილებელი ზომის მიღება, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში (აეროპორტში დახვედრა, გადაყვანა და განთავსება).
    • ღონისძიების ჩატარების ადგილზე წვდომის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.
    • მონაწილეებს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში უსაფრთხოების ძირითად ნორმებს (ევაკუაციის გეგმას), რომელშიც მითითებული იქნება საევაკუაციო მარშრუტები და გასასვლელები, სამედიცინო პუნქტების ადგილმდებარეობა, საგანგებო სამსახურების ნომრები, სხვ.

თუ გაეროს უსაფრთხოებისა და უშიშროების დეპარტამენტის (UNDSS) მიერ დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, ეს მემორანდუმი დანართის სახით დაერთვის წინამდებარე შეთანხმებას და ექვემდებარება ორივე მხარის მიერ სათანადო წესით მიღებას.

  1. ღონისძიებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის სახელის და/ან ემბლემის, დროშის ან აბრევიატურის ნებისმიერი ფორმით გამოყენება ექვემდებარება ორგანიზაციისთვის წინასწარი მოთხოვნის წარდგენას და სამდივნოს მიერ წერილობითი ნებართვის გაცემას, მათ შორის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის სიმბოლოების გამოყენების წესებისა და პირობების განსაზღვრას.
  1. ამ შეთანხმებაში ან მის რომელიმე დანართში ნებისმიერი ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს მხარეთა ურთიერთთანხმობით, დამატებითი წერილი-შეთანხმების გაფორმების გზით.
  1.  წინამდებარე შეთანხმება და მისი დანართები, რომლებსაც მხარეები სათანადო წესით მოაწერენ ხელს და დაამტკიცებენ, ძალაში შევა ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება შეხვედრის მიმდინარეობისას და ნებისმიერი დამატებითი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული აქტივობების მოსამზადებლად და დასასრულებლად, თუ იგი არ გაუქმდება ქვემოთ მოცემული მე-10 მუხლის შესაბამისად.
  1. თუ ნებისმიერ დროს, რომელიმე მხარისთვის შეუძლებელი გახდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ფორსმაჟორის გამო, ეს მხარე მეორე მხარეს აცნობებს ამგვარი ფორსმაჟორული გარემოების შესახებ მისი აღმოცენებიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში და მეორე მხარესთან შეათანხმებს წინამდებარე შეთანხმების გადავადებას, შეჩერებას ან შეწყვეტას. წინამდებარე შეთანხმებაში ტერმინი „ფორსმაჟორი“ ნიშნავს ნებისმიერი არაპროგნოზირებადი, გარდაუვალი და დაუძლეველი ხასიათის გარემოებას, რომელიც დროებით ან მუდმივ საფუძველზე აფერხებს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ამართლებს შეთანხმების გადავადებას, შეჩერებას ან შეწყვეტას.
  1. გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია არ იქნება პასუხისმგებელი მთავრობის შენატანებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოსაკრებელზე, ხარჯზე, გადასახადზე ან დანახარჯზე, რომელიც დაკავშირებულია მთავრობის მიერ განხორციელებულ შენატანებთან, ან რომელიც მან გაწია, ასევე მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე შეთანხმებასთან მიმართებაში ან მთავრობის არაფულად შენატანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა ამ შეთანხმების დაცვის პროცესში ან რომელიც დაკავშირებილია მთავრობის მიერ არაფულად ვალდებულებებთან, მასზე პასუხისმგებელია ექსკლუზიურად მთავრობა, მიუხედავად პასუხისმგებლობის შინაარისა, და აღნიშნული არ შეიძლება გადეცეს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას.
  1. ნებისმიერი დავა, წინააღმდეგობა ან პრეტენზია, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმებასთან, ან მისი ნებისმიერი დარღვევა, თუ ის არ გვარდება პირდაპირი მოლაპარაკების გზით, გადაწყდება არბიტრაჟის მიერ UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ დებულების შესაბამისად ნებისმიერი დავაზე გამოტანილი ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ჩაითვალოს საბოლოოდ და შესასრულებლად სავალდებულოდ.
  1. ამ შეთანხმების ან მასთან დაკავშირებული არცერთი პუნქტი არ უნდა ჩაითვალოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე უარის თქმად.

 

შესრულებულია თბილისში და მადრიდში, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის ოფიციალურ ენას.

 

 

საქართველოს მთავრობის სახელით

.......................................

მაია ომიაძე

სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

 

(ადგილი) (თარიღი)

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სახელით

.......................................

ზურაბ პოლოლიკაშვილი

გენერალური მდივანი

 

 

(ადგილი) (თარიღი)

 

 

დანართი I

 

  1. ობიექტები და მომსახურებები, რომლებსაც უზრუნველყოფს მთავრობა
  1. შენობა-ნაგებობები, ობიექტები და აპარატურა
  1. მთავრობა უზრუნველყოფს ქვემოთ მითითებული შენობა-ნაგებობების, ობიექტებისა და აპარატურის მიწოდებას:
  1. ღონისძიების გამართვის დღეს – ერთი მთავარი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც განსაზღვრულია დაახლოებით 300 მონაწილისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ ტექნიკურ და ტევადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს:
    • ერთი სცენა დაახლოებით 6-8 პანელზე გამომსვლელისთვის, რომლებიც განთავსდებიან ნახევარმთვარის ფორმით განლაგებულ სავარძლებში. სავარძლების წინ დაიდგმება დაბალი მაგიდები. ასევე განთავსდება ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის;
    • დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს გამომსვლელთა სახელების აღმნიშვნელი დაფებით (დიზაინი მოწოდებულია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ და დამზადებულია მთავრობის მიერ);
    • დამსწრეები განთავსდებიან თეატრალური წყობის სქემის მიხედვით;
    • ინდივიდუალური მიკროფონი სცენაზე მყოფი თითოეული პანელზე გამომსვლელისთვის;
    • პრეზენტაციების შექმნისთვის საჭირო სტანდარტული აუდიოვიზუალური აპარატურა, რომელსაც ასევე გააჩნია ტექსტის PowerPoint-ში გადაყვანისა და ვიდეოფაილების შექმნის ფუნქციონალი;
    • დამატებითი დიდი ეკრანები მთელ ოთახში, საჭიროების შემთხვევაში, ყველა მონაწილისთვის კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად;
    • მინიმუმ ოთხი (4) პორტატული მიკროფონი აუდიტორიის მიერ დასმული კითხვებისთვის;
    • ინდივიდუალური ყურსასმენები სინქრონული თარგმანის მოსასმენად თითოეული მონაწილისთვის, პანელზე გამომსვლელების ჩათვლით;
    • ვიდეოჩამწერი ჩაწერისა და პირდაპირი ტრანსლაციისთვის;
    • კაბინები თარჯიმნებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე სინქრონულ თარგმნას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ენების რაოდენობის შესახებ, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო მონაწილეთა მიხედვით;
    • ინტერნეტ-კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის გამტარუნარიანობას სტრიმინგის არხის გამართულად ფუნქციონირებისთვის, ასევე, პირდაპირი ტრანსლაციის არხის გარდა, კიდევ ერთი არხის ფუნქციონირებისთვის;
    • ტელესუფლიორი;
    • უკუთვლის სისტემა პანელზე გამომსვლელთა ინტერვენციებისთვის.
  1. 2024 წლის 27 სექტემბერს, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, პრესბრიფინგებისთვის განკუთვნილი ერთი ოთახი, რომელიც აღჭურვილი იქნება:
  • საკმარისი რაოდენობის მაგიდებით და სკამებით – მასმედიის წარმომადგენელთათვის;
  • პრეზენტაციების შექმნისთვის საჭირო სტანდარტული აუდიოვიზუალური აპარატურით, რომელსაც ასევე გააჩნია ტექსტის PowerPoint-ში გადაყვანისა და ვიდეოფაილების შექმნის ფუნქციონალი;
  • ორი (2) მაგიდის მიკროფონით;
  • ერთი პორტატული მიკროფონით კითხვების დასასმელად.
  1. ღონისძიების დღეს – ერთი ოთახი გამომსვლელებისა და VIP სტუმრების განსათავსებლად, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება:

- ერთი კომპიუტერით;

- ერთი პრინტერით;

- წყლის, ყავისა და ჩაის მიწოდებით.

  1. ოფისი გენერალური მდივნისთვის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება:
  • ერთი სამუშაო მაგიდით თავისი სკამით, ასევე, 2 სკამი სტუმრებისთვის;
  • შეხვედრების სივრცით 6 პირისთვის (მრგვალი მაგიდა და 6 სკამი);
  • წყლის, ყავისა და ჩაის მიწოდებით.
  1. ოფისი აღმასრულებელი დირექტორებისთვის (2), რომელიც უზრუნველყოფილი იქნება:
  • ერთი კომპიუტერით და პრინტერით;
  • სამი მაგიდით, რომლებსაც მიკუთვნებული ექნებათ თითო-თითო სკამი;
  • შეხვედრების სივრცით 6 პირისთვის (მრგვალი მაგიდა და 6 სკამი);
  • წყლის, ყავისა და ჩაის მიწოდებით.
  1. სამუშაო სივრცე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის სამდივნოსთვის 26 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება:
  • 15 მაგიდით, რომლებსაც მიკუთვნებული ექნებათ თითო-თითო სკამი;
  • 2 კომპიუტერით;
  • 1 ფერადი პრინტერით;
  • 1 მაღალი სიჩქარის დუპლექსური ტიპის ფოტოკოპირების მოწყობილობით (მინიმუმ 90 ასლი წუთში);
  • შეხვედრების სივრცე 8 პირისთვის (მრგვალი მაგიდა და 8 სკამი);
  • ეკრანით სხდომების ამსახველი ვიდეოდა აუდიო მასალების ტრანსლირებისთვის;
  • საკანცელარიო ნივთებით;
  • წყლის, ყავისა და ჩაის მიწოდებით.
  1. ღონისძიების დღეს – ერთი სარეგისტრაციო პუნქტი შენობაში, სადაც ტარდება ღონისძიება, სადაც განთავსებული იქნება ერთი მინიმუმ სამ (3) კაციანი მაგიდა და:
  • 1 კომპიუტერი მიერთებული ფერად პრინტერთან, საიდენტიფიკაციო საშვების (ბეჯების) გასაცემად;
  • 1 კომპიუტერი ინტეგრირებული კამერით ან ვებ-კამერით და პრინტერი, ადგილზე რეგისტრაციისთვის, პრინტერით შესაძლებელი უნდა იყოს საიდენტიფიკაციო საშვების (ბეჯების) ადგილზე ამობეჭდვა;
  • ბოძები და თოკები რეგისტრაციის მომლოდინე დელეგატების სივრცის შემოფარგვლის მიზნით;
  • 1 დამატებითი მაგიდა, აუცილებლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო მასალის (ბეჯები, ბეჯის ჩასადებები, სხვა) განსათავსებელად.
  1. ერთი საინფორმაციო პუნქტი შენობაში, სადაც ტარდება ღონისძიება და ღონისძიებაში ჩართულ სასტუმროებში, სადაც განთავსებული იქნება ერთი მინიმუმ ორ (2) კაციანი მაგიდა.
  1. ლედ ვიდეოკედელი/ეკრანი ღონისძიებასთან დაკავშირებული კამპანიისთვის.
  1. ღონისძიების აღმნიშვნელი აბრები საკმარისი ოდენობით, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა ნაკადების ეფექტიანად გადაადგილებას.
  1. ღონისძიების გამართვის შენობაში ყველა მონაწილისთვის უფასო უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფა.
  1. ყველა ზემოაღნიშნულ ობიექტებთან მიმართებაში გამოიყენება შემდეგი წესები:
  1. მოწყობილობები და მათი ხელმისაწვდომობა – ყველა ოთახი და ოფისი უნდა აღიჭურვოს მათი დანიშნულების შესაბამისად, და ხელმისაწვდომი უნდა იყოს გახსნამდე არანაკლებ 24 საათით ადრე. ღონისძიების საკონფერენციო დარბაზი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გახსნამდე 24 საათით ადრე. გენერალური მდივნის და დირექტორების ოფისები და შეხვედრების ოთახები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათი ჩამოსვლისთანავე;
  1. კომუნიკაცია – ყველა ოფისს უნდა გააჩნდეს უფასო წვდომა ინტერნეტთან;
  1.  კომპიუტერები და პრინტერები – მთავრობა უზრუნველყოფს კომპიუტერებისა და ლაზერული პრინტერების მიწოდებას, შემდეგი სპეციფიკაციებით:

- პროცესორი: Intel core 2 duo ან უფრო მაღალი სიხშირის;

- მეხსიერება: მინიმუმ 4 გიგაბაიტი;

- მონიტორი: მინიმუმ TFT 19’;

-კლავიატურა: QWERTY international;

- სისტემა: Window Professional, ოფიციალური ვერსია;

- პროგრამა: Microsoft Office Professional, ოფიციალური ვერსია;

- CD-Rom/DVD Read/Write Unit;

- ინტერნეტკავშირი;

- მაუსი;

- პრინტერები – ადაპტირებული ზემოაღნიშნულ სისტემასთან.

 

  1. ადგილობრივი პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წინაშე
  1. ღონისძიების წარმატებული ორგანიზებისთვის მთავრობა უზრუნველყოფს შემდეგი ადგილობრივი პერსონალის დაქირავებას:
  1. მინიმუმ ორი (2) ტექნიკოსი, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ საკონფერენციო დარბაზში, რათა უზრუნველყონ აუდიოვიზუალური, ჩამწერი და ტრანსლირების აპარატურის გამართული ფუნქციონირება;
  1. არანაკლებ ორი (2) ოპერატორი;
  1. მინიმუმ ერთი ოფიციალურად დანიშნული ფოტოგრაფი უნდა ესწრებოდეს მთელ ღონისძიებას, ასევე საზოგადოებრივ ღონისძიებებს და უზრუნველყოფდეს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის სამდივნოსთვის ყველა ფოტო-ფაილის მიწოდებას;
  1. ინგლისური ენის კარგად მცოდნე მინიმუმ სამი (3) პერსონალი, რომელიც სარეგისტრაციო დესკთან უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო საათების განმავლობაში;
  1. ინგლისური ენის კარგად მცოდნე მინიმუმ ორი (2) პერსონალი, რომელიც საინფორმაციო დესკთან უნდა იმყოფებოდეს მთელი ღონისძიების მანძილზე;
  1. ოფიციალურად სერტიფიცირებული თარჯიმნები, რომლებიც იმუშავებენ თარჯიმანთა კაბინებში, სამიზნე ენების რაოდენობასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

  1. მომსახურებები, რომლებიც უნდა გაეწიოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის სამდივნოს და ღონისძიების მონაწილეებს

 

  1. მთავრობა უშუალოდ უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებების გაწევას:
  1. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის თხუთმეტი (15) ოფიციალური პირისა და საერთაშორისო პანელისტების ტრანსპორტირება და განთავსება მათი ფუნქციების შესაბამისად. პირდაპირ რეისებზე ბიზნეს კლასის ავიაბილეთების გაცემა, თუ ფრენის ხანგრძლივობაა 9 საათი და მეტი, ხოლო არაპირდაპირი რეისების შემთხვევაში, ფრენის ხანგრძლივობაა 11 საათი და მეტი;
  2. ტრანსპორტი და განთავსება მაქსიმუმ 10 საერთაშორისო ჟურნალისტისთვის, რომელთა სიაც წარმოდგენილ იქნება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ: ადგილსამყოფელი ქვეყნიდან ღონისძიების ჩატარების ქვეყნამდე და ადგილსამყოფელ ქვეყანაში უკან დასაბრუნებლად;
  3. მედიაპროგრამა 27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის ღონისძიებამდე ან მის შემდეგ, 10-მდე მედიის წარმომადგენლისთვის/ჟურნალისტისთვის, რომელიც ასევე მოიცავს განთავსებას, კვებას და ტრანსპორტირებას;
  4. სადილი და ვახშამი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ოფიციალური პირებისთვის, საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის და საერთაშორისო პანელისტებისთვის, საქართველოში მათი ოფიციალური სტატუსით ყოფნის პერიოდში;
  5. ტექნიკური ვიზიტი დაინტერესებული მონაწილეებისთვის 2024 წლის 28 სექტემბერს;
  6. მისასალმებელი მიღება ყველა მონაწილისთვის 2024 წლის 26 სექტემბერს;
  7. სადილი, შესვენება ყავით და ოფიციალური ვახშამი ყველა მონაწილისთვის 2024 წლის 27 სექტემბერს, ღონისძიების ჩატარების ოფიციალურ ლოკაციებზე;
  8. ყველა მონაწილის სათანადო რაოდენობის ოთახების დასაჯავშნი ბმულებით უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.

 

  1. ასევე, მთავრობა უზრუნველყოფს:
  1. ერთობლივი ოფიციალური მოსაწვევის გაგზავნას მასპინძელ ქვეყანაში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის, საერთაშორისო ჟურნალისტებისა და ეროვნული მასმედიისთვის, მასპინძელი ქვეყნის შიგნით აკადემიური წრეებისა და ტურიზმით დაინტერესებული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის;
  2. პოტენციური გამომსვლელების და/ან ინვესტორების შეთავაზება ღონისძიების თემის შესაბამისად;
  3. ღონისძიების ხელშეწყობას სამთავრობო არხების, მასმედიასთან კონტაქტებისა და სხვა შესაბამისი პარტნიორების მეშვეობით, კერძო სექტორის, მეწარმეებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
  4. ღონისძიების ადგილობრივი მასმედიით გაშუქება (ეროვნული მასმედიადა აკრედიტებული კორესპონდენტი);
  5. ღონისძიებისთვის აუცილებელი ყველა იმ საკომუნიკაციო მასალის (მათ შორის ბანერების, ფონების, პროგრამის ბროშურების, სამკერდე ნიშნების, სხვ.) დამზადება, რომელიც შემუშავდა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ, მთავრობასთან თანამშრომლობით.

 

 

  1. მომსახურებები, რომლებიც უნდა გასწიოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ

 

  1. გავრცელება

1. ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის საფუძველზე, ხელს შეუწყობს ღონისძიების ჩატარებას შემდეგ აქტივობებში მონაწილეობის გზით:

 

  1. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის დომეინზე განთავსებული ღონისძიების ვებგვერდის შექმნა. ვებგვერდი უნდა გადადიოდეს ონლაინრეგისტრაციის პლატფორმაზე, რომლის მართვასაც ახორციელებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია;

 

  1. ღონისძიების სარეკლამო კამპანიის გამოსახულებისა და ოფიციალური მასალების შემუშავება, რომლებიც ექვემდებარება გავრცელებას კამპანიისა და ტურიზმის დღის აღსანიშნავი ოფიციალური ღონისძიების განმავლობაში;

 

  1. მთავრობისა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელით, წევრი სახელმწიფოების შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის ერთობლივი ოფიციალური მოსაწვევის გაგზავნა და რეგულარული შეხსენებები მაღალ დონეზე ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით;

 

  1. ღონისძიების ხელშეწყობა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;

 

  1.  შესაბამისი მასალებისა და შედეგების გამოქვეყნება ღონისძიების ვებგვერდზე.

 

  1. საერთაშორისო მედიაპარტნიორებთან კოორდინაცია.

 

  1. კონტენტი, პროგრამა, გამომსვლელები

 

  1. ღონისძიების თემის შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს შემდეგს:

 

  1. პროგრამისა და შეხვედრის ფორმატის სტრუქტუირება;

 

  1. ყველაზე შესაფერისი მომხსენებლების შერჩევა და მათი მონაწილეობის კოორდინაცია;

 

  1. საჭიროების შემთხვევაში, მომხსენებლისთვის სახელმძღვანელო მითითებების შედგენა და დასკვნების შედგენა;

 

  1. პრეზენტაციების მომზადება;

 

  1. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მასალების თარგმნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ოფიციალურ ენებზე.

  1. მასმედია
  1. ორგანიზაცია ზედამხედველობას გაუწევს მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების კოორდინაციას.
  1. ღონისძიებასთან დაკავშირებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა წარმოადგენს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ექსკლუზიურ საკუთრებას და გამოყენებულ უნდა იქნეს ორგანიზაციის მიერ ოფიციალური მიზნებისთვის.

 

  1. მხარეთა მიერ გაწეული მომსახურებები
  1. მხარეებმა უნდა დანიშნონ ოფიციალური კოორდინატორი ღონისძიების ორგანიზების მიზნით.

 

  1. მთავრობა პასუხისმგებელია ოფიციალური საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე, ასევე ღონისძიების ჩატარების ადგილზე მონაწილეთა რეგისტრაციასა და აკრედიტაციაზე, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
  1. ღონისძიების განმავლობაში მხარეები პასუხისმგებელნი არიან მონაწილეებს მიაწოდონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამაში შესაძლო ცვლილებების, დროის გრაფიკის, ტრანსფერების, საზოგადოებრივი ღონისძიებების შესახებ.
  1. ორგანიზაციამ უნდა მოამზადოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ფართო გავრცელებისთვის, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ღონისძიების ვებგვერდიდან.
  1. ორგანიზაცია დაუკავშირდება გაეროს გენერალური მდივნის ოფისს, რათა მოამზადოს ოფიციალური მიმართვა ფართო გავრცელებისთვის, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ღონისძიების ვებგვერდიდან.
  1. მთავრობა წარმოადგენს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს ოფიციალურ მიმართვას ფართო გავრცელებისთვის, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ღონისძიების ვებგვერდიდან.
  2. მხარეები მოამზადებენ და გაცვლიან ანგარიშებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ღონისძიების გაშუქების შესახებ.

 

დანართი II

შენატანები ნატურით

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ორგანიზაციისა და მთავრობის მიერ განხორციელებული არაფულადი შენატანები, შეთანხმების გაფორმების დღეს არსებულ სამართლიან ღირებულებასთან ერთად.

 

პროექტში მთავრობის მიერ განხორციელებული არაფულადი შენატანები

დასახელება

ერთეულის Nº

მოცულობა

აქტივობა

სამართლიანი ღირებულება (აშშ დოლარი)

მიწოდების თარიღი

ექვემდებარება დაბრუნებას

  1. უძრავი ქონება, დანადგარები & აპარატურა

XXX

 ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

  1. არამატერიალური აქტივები

XXX

 ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

  1. სამგზავრო ხარჯები

 ბილეთის ფასი

თანამშრომლები:

გამომსვლელები:

საერთაშორისო მედია:

 სასტუმროში განთავსების და სხვა სამგზავრო ხარჯები

განთავსება:

თანამშრომლები:

გამომსვლელები:

საერთაშორისო მედია:

ქვეჯამი

 

 

 

 

15

15

 

10

 

 

 

 

 

 

15

15

 

10

 

 

 

 

 

 

17,000

25,000

 

15,000

 

 

 

 

 

 

8,000

10,000

 

9,000

84,000

 

 

 

 

26-28 სექტემბერი

 

 

 

 

 

26-28 სექტემბერი

 

  1. შენობების/ღონისძიების ჩატარების ადგილების გამოყენების უფლება

საკონფერენციო დარბაზი

 

 ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

 

3 დღე

 

 

 

 

 

 

 

 

 

72,000

72,000

 

 

 

 

 

 

 

26-28 სექტემბერი

 

 e) სხვა საქონელი და მომსახურებები

კვება და სხვა ხარჯები:

ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

558,000

558,000

 

 

 

26-28 სექტემბერი

 

სულ   714,000

 

 

პროექტში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული არაფულადი შენატანები

დასახელება

ერთეულის Nº

მოცულობა

აქტივობა

სამართლიანი ღირებულება (ევრო)

მიწოდების თარიღი

ექვემდებარება დაბრუნებას

  1. უძრავი ქონება, დანადგარები და აპარატურა

XXX

 ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

  1. არამატერიალური აქტივები

XXX

 ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

  1. სამგზავრო ხარჯები

 

სხვა სამგზავრო ხარჯები (დღიური ნორმა)

 სასტუმროში განთავსების და სხვა სამგზავრო ხარჯები

ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2,368.36

 

 

  1. შენობების/ღონისძიების ჩატარების ადგილების გამოყენების უფლება

 ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

 e) სხვა საქონელი და მომსახურებები

ქვეჯამი

 

 

 

 

 

 

სულ   2,368.36