„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024684
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №289

2024 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2024, 470230000.10.003.024445) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“: 

1. მე-2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) შენობის აღჭურვა/რეაბილიტაცია/ლოგისტიკური მომსახურება;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა.“.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 37 100.9 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

 ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

4000.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

4100.0

 

2.1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება

734.5

 

2.2. შენობის აღჭურვა/რეაბილიტაცია/ლოგისტიკური მომსახურება

2167.5

 

2.3. ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა 

812.0

 

2.4.  ქონების გადასახადისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღების დაფინანსება

386.0

3

ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

21764.0

 

3.1. აღჭურვა

16264.0

 

3.2.  რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა

5500.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

400.0

5

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა

3000.0

6

სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა

1836.9

7

სს „საჩხერის რაიონული  საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა

2000.0

 

სულ:

   37100.9.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე