„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017251
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №74

2024 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 582 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) „ავადმყოფობის გამო  შვებულებაში მყოფ სამხედრო  მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის გაგრძელების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 4 მარტის №134 ბრძანების თანახმად გაგრძელებული კონტრაქტის ვადა, მიეცემა:

ე.ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი