„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017850
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №292

2024 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 70-ე პუნქტი:

„70. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლით განსაზღვრული „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA)  ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიზნებისთვის, თუ ამავე შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის ან/და ანგარიშგების საერთო სტანდარტის შესაბამისად განხორციელებული სათანადო პროცედურებით ცალსახად არ დგინდება საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის რეზიდენტობა უშუალოდ რომელიმე კონკრეტული იურისდიქციის მიმართ, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, იგი ჩათვალოს საქართველოს რეზიდენტად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი