დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩუბინიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

უკან დაბრუნება
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩუბინიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016092

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  №55

2024 წლის 30 აგვისტო

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩუბინიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩუბინიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მე-16 ქუჩის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.  მცხეთა, სამხედროს ქუჩა  №17).

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        კახაბერ ჩიტაური