„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება

დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024680
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №285

2024 წლის 29 აგვისტო

 ქ. თბილისი

„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2024, 190020010.10.003.024606) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელიც ფლობს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას და ამ მოწმობის საფუძველზე სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლის მიმღებია ან ეს უფლება წარმოეშობა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ და 2024 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმობის პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტით ჩანაცვლება, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უწყვეტად გაუგრძელდეს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდება/შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული სარგებლით/მომსახურებით, თუ არ არსებობს ამ სარგებლის/მომსახურების შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე