ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოძრაობის მარშრუტების, მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

უკან დაბრუნება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოძრაობის მარშრუტების, მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016547
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2024 წლის 22 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოძრაობის მარშრუტების, მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტები და ტარიფი დანართის მიხედვით.

მუხლი 2
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე  უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

 

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს;
ე) ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლი’’-ის ბენეფიციარებს;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
2. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით – 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

 

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მუხლი 3
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორცილებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული სუბიექტი (შემდგომში: „მომსახურების გამწევი სუბიექტი“).

 

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს საამისოდ შერჩეული შესაბამისი ,,უფლებამოსილი სუბიექტი’’ გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მგზავრებისთვის სამგზავრო და საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.
3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად შესაბამის უფლებამოსილ პირთან წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 4
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, შესაბამისი ინფორმაციის ყოველთვიურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“,  „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს“;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „გ’ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს;
დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით.
მუხლი 5
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მგზავრობის ტარიფითა და მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირების მგზავრობა ხორციელდება „უფლებამოსილი სუბიექტის“ მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით, ბარათის გამცემს, მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის, მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახურის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახური უზრუნველყოფს უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
3. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 10 (ათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.
4. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ „უფლებამოსილ სუბიექტს“.
მუხლი 6
ამ დადგენილების პირველი მუხლით და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს „მომსახურების გამწევი სუბიექტის’’ ანგარიშზე.
მუხლი 7
უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეულ მომსახურების გამწევ სუბიექტს წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, მგზავრობის უფასო ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და შემოსული თანხების შესახებ.
მუხლი 8

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შეღავათების დადგენის, მარშრუტის და ტარიფის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №12 დადგენილება.

მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე




 

 

 

დანართი

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტები და ტარიფი

მარშრუტი №

მოძრაობის მარშრუტი

უკუსვლა

სტანდარტული ტარიფი მარშუტზე

მარშრუტი №1

ქ ახალციხე თამარაშვილის ქუჩა- რუსთაველის ქუჩა (№125)

ქ ახალციხე რუსთაველის ქუჩა  (№125)-თამარაშვილის ქუჩა

0.50 ლ

მარშრუტი №2

ქ. ახალციხე  საბარგო სადგური – ზარზმელის ქუჩა

ქ. ახალციხე  ზარზმელის ქუჩა – საბარგო სადგური

0.50 ლ

მარშრუტი №3

ქ. ახალციხე ყაზბეგის ქუჩა – საავადმყოფო რუსთაველის ქუჩა  (№105ა)

ქ. ახალციხე საავადმყოფო რუსთაველის ქუჩა  (№105ა) – ყაზბეგის ქუჩა

0.50 ლ

მარშრუტი №4

სოფ. მინაძე – ვალე  II შახტა

ვალე  II შახტა – სოფ. მინაძე

0.50 ლ

მარშრუტი №5

ქ. ახალციხე – ქ. ვალე

ქ. ვალე – ქ. ახალციხე

     1.00 ლ

მარშრუტი №6

ქ. ახალციხე – სოფ. აწყური

სოფ.აწყური   ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №7

ქ. ახალციხე – სოფ. თისელი

სოფ.თისელი – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №8

ქ. ახალციხე – სოფ. გურკელი

სოფ. გურკელი – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №9

ქ. ახალციხე – სოფ. კლდე

სოფ. კლდე – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №10

ქ. ახალციხე – სოფ. წყალთბილა

სოფ. წყალთბილა – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №11

ქ. ახალციხე – სოფ. დიდი პამაჯი

სოფ. დიდი პამაჯი – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №12

ქ. ახალციხე – სოფ. წირა

  სოფ. წირა – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №13

ქ. ახალციხე – სოფ. ანი

სოფ. ანი – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №14

ქ. ახალციხე – სოფ. ჭვინთა

სოფ. ჭვინთა – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №15

ქ. ახალციხე – სოფ. ბოგა

სოფ. ბოგა – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №16

ქ. ახალციხე – სოფ. ურაველი

სოფ. ურაველი – ქ. ახალციხე

1.00 ლ

მარშრუტი №17

ქ. ახალციხე – სოფ. მუსხი

სოფ. მუსხი – ქ. ახალციხე

1.00 ლ