„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.125.016536
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2024 წლის 22 აგვისტო

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და  განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2024  წლის 24 ივლისის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/07/2024 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.125.016532) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  4

შემოღებული მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოსაკრებლისა, მთლიანად ჩაირიცხოს ტყიბულის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე