„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43-73
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.101.017252
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43-73

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის  15 მარტის №39-18  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.101.016587) და დადგენილების:

ა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  გრაფიკული  ნაწილი  – რუკა (დანართი №1)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა);

ბ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

გ) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“, „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები:

„გ1. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათალისწინებული სამშენებლო მოცულობის პროცენტულობა (18%) მოიცავს მხოლოდ საცხოვრებელ ფართებს და არ მოიცავს გადასაცემი  ფართების აივნების ფართობს.“

2. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო განვითარება ხორციელდება  კერძო პირის საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია არანკლებ IV კატეგორიის ავარიულობის ხარისხის შენობა-ნაგებობა/შენობა-ნაგებობები, რაც დასტურდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ა(ა)იპ  თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე და აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში/შენობა-ნაგებობეში არსებული ფართები ფიზიკურ პირთა მიერ საცხოვრებელი მიზნით ფაქტობრივად დაკავებულია თვითნებურად/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 2020 წლამდე (შემდგომში – „მფლობელები“), რაც დასტურდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, არ გავრცელდეს ამ პუნქტის „ბ“, „გ“ „გ1“ და „ე“ ქვეპუნქტები.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის სხვა ისეთ მიწის ნაკვეთთან (შენობა-ნაგებობის გარეშე) გაერთიანების შემთხვევაში, რომლის ფართობიც არ აღემატება გაერთიანების შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის 30%-ს,  ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირება ვრცელდება გაერთიანებულ მიწის ნაკვეთზე სრულად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე