„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43-61
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017240
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43-61

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/12/2023, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.101.017165) და დადგენილების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №4):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნის მიზნით, მოხალისედ დარეგისტრირებული, პოტენციური დონორები, რომლებიც მერიისთვის განცხადებით მომართვამდე რეგისტრირებულნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის  მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეპროგრამით გათვალისწინებულია:

ა) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებსაც აქვთ მწვავე ლეიკემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლაზიური ანემია, ჰისტიოციტოზი, თალასემია, მრავლობითი მიელომა (მიელომური ავადმყოფობა) შემდეგი მომსახურებების დაფინანსება:

ა.ა) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები;

ა.ბ) მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა;

ბ) ღვიძლის ტრანსპლატაციის საჭიროების მქონე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება საქართველოში.

გ) „ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნის მიზნით, მოხალისედ დარეგისტრირებული, პოტენციური დონორების კვლევა, რომელიც მოიცავს ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) HLA – ტიპირებისათვის მოსამზადებელ კვლევებსა და HLA  ტიპირებას.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2, 21, 22 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი საქართველოს ფარგლებს გარეთ არის პირი, საიდანაც მოსარგებლე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგენს მომსახურების დაფინანსებისათვის ანგარიშფაქტურას, ხოლო საქართველოს ფარგლებს შიგნით – პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საიდანაც მოსარგებლე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგენს მომსახურების დაფინანსებისათვის ანგარიშ-ფაქტურას.

2​1. თუ კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის სრულყოფილად მიწოდება ქვეპროგრამით მოსარგებლისთვის შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს შიგნით მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულების მიერ, ქვეპროგრამის განმახორციელებელს დასაფინანსებლად წარედგინება საქართველოს ფარგლებს შიგნით რეგისტრირებული მიმწოდებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია.

2​2. თუ კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის სრულყოფილად მიწოდება ქვეპროგრამით მოსარგებლისთვის შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს შიგნით მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულების მიერ, თუმცა პაციენტი უკვე იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, შესაძლოა ქვეპროგრამის განმახორციელებელს დასაფინანსებლად წარედგინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მიმწოდებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია.

3. ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საიდანაც მოსარგებლე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგენს მომსახურების დაფინანსებისათვის ანგარიშ-ფაქტურას.“;

დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ასოციაციის (WMDA) რეკომენდაციის საფუძველზე, ახორციელებს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნას, აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საიდანაც მოსარგებლე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგენს მომსახურების დაფინანსებისათვის ანგარიშ-ფაქტურას.“;

ე) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ)  ამ წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, დადგენილი ტარიფის ფარგლებში სრულად, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით.“;

ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის ან დაფინანსების მისაღებად ქვეპროგრამით მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს დოკუმენტაცია უკვე წარმოდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე:

ა) მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული კვლევებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარების/მოსამზადებელი პერიოდის დაწყების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან ამ წესის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).“;

ზ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის ან დაფინანსების მისაღებად ქვეპროგრამით მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

„ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ)  მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან ამ წესის მე-3 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი);

გ)  მოხალისედ დარეგისტრირებული, პოტენციური დონორის თანხმობის ფორმა ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის რეესტრის წევრობასა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაზე.“;

თ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანსპლანტაციის სახეობის ცვლილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი ახალი მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა (ინვოისი) და ტრანსპლანტაციის სახეობის ცვლილების თაობაზე მიმწოდებელი დაწესებულების წერილის საფუძველზე, მომზადდება ახალი მატერიალიზებული ვაუჩერი/თანხმობის წერილი და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ტარიფისა. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება დაფინანსდა წინასწარ და ტრანსპლანტაციის სახეობის ცვლილებამ გამოიწვია მომსახურების ტარიფებს შორის სხვაობა, დამატებითი თანხით დაფინანსება განხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფის ფარგლებში, ხოლო ფაქტობრივ ხარჯზე მეტი ღირებულებით დაფინანსების შემთხვევაში, მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს დაუბრუნოს ტარიფებს შორის სხვაობა.“;

ი) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრს.“;

კ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მომსახურების დასახელება და ღირებულება

მომსახურების დასახელება

ღირებულება ლარებში

ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები

10 000

მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

 

 

115 000

მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ალოგენური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

 

 

190 000

მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

 

 

225 000

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

120 000

ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) HLA   ტიპირებისათის მოსამზადებელი კვლევები და HLA  ტიპირება

5 000

“;

ლ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.  მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის დადგენილი დამატებითი პირობები

„1. ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საქართველოში გაწევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) აკმაყოფილებდეს აღნიშნული სერვისის განხორციელებისათვის საქართველოს მოქმედი  კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) ჩატარებული ჰქონდეს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული სრული სერვისი სულ მცირე ერთხელ, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით;

გ) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება არაუმეტეს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ტარიფისა.

2. ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება არაუმეტეს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ტარიფისა;

ბ) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება სპეციალისტის მეშვეობით, რომელსაც წარმატებით აქვს ჩატარებული აღნიშნული მომსახურება საქართველოში მინიმუმ 5-ჯერ.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნიდან 1 წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 15 აგვისტოდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე