|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 13 მარტის №02-55/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „ნაციონალური სისხლის ბანკზე" (ს/ნ 415592488; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №44) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000009).
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: შპს „ნაციონალური სისხლის ბანკის“ დირექტორის, ნინო რევიას განცხადება: №466746, 25.04.2024 წელი.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა ცაავა
|