„სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის N260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
„სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის N260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2024
სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №229

2024 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 „სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის:

1. „სს „ჰეშსთვის“ (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის Nº260 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „ჰეშ ბანკისთვის“ (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  თაობაზე“;

ბ) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაიცეს სს „ჰეშ ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „ჰეშ ბანკს“ შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 10 (ათი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.

3. რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სს „ჰეშ ბანკისთვის“ ხდება ეტაპობრივად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში.“.

2. „სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის Nº260 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი. 

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

ნათელა თურნავა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს ეროვნული ბანკი