საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3392-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.020925
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 390000000.05.001.019838) მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ივნისი 2023 წ.

N3392-XIმს-Xმპ