საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3353-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.021002
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 729-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება

საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები, გარდა საპენსიო სქემის ხელშეკრულებისა, რომელიც რეგულირდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

2. 1332-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირად საპენსიო ანგარიშზე გათვალისწინებული უფლებები სამკვიდროში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ბენეფიციარი არ მიუთითა ან ბენეფიციარი გარდაიცვალა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3353-XIმს-Xმპ