|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) 141-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 ნაწილი:
„161. იმ ქალაქთმშენებლობით გეგმაში, რომელიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 2029 წლის 3 ივნისამდე შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშნულ გეგმაში შესატანი ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2022 წ. N2032-IXმს-Xმპ |