საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1378-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018025
 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1562 მუხლი:

„მუხლი 1562. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია გარდამავალ პერიოდში

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია იმავე კანონმდებლობით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდისთვის (პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე) განსხვავებული რეგულირება დადგინდეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 თებერვალი 2022 წ.

N1378-VIIIმს-Xმპ