„მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
„მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022668
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2021 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2018, 240110000.10.003.020632) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესს − „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. სპეციალური მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ნივთიერების შემცველი მასალებისა და საგნების  მიმართ

1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, მასალებსა და საგნებში, რომლებიც შეიცავს ვინილ-ქლორიდის მონომერს და რომლებიც დამზადებულია ვინილ-ქლორიდის პოლიმერების ან თანაპოლიმერების გამოყენებით, საიდანაც შესაძლოა, მოხდეს  ვინილ-ქლორიდის მონომერის მიგრაცია და ეს მასალები და საგნები მზა (საბოლოო) სახით განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის ან უკვე შეხებაშია სურსათთან, ვინილქლორიდის მაქსიმალური დონე (რაოდენობა) ყოველ 1 კგ საბოლოო პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ-ს.

2. სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ  მასალებსა და საგნებში და ასევე მასალებიდან და საგნებიდან  სურსათში გამოყოფილი ვინილ-ქლორიდის  დონის (რაოდენობის) განსაზღვრა უნდა განხორციელდეს  გაზ-ფაზური ქრომატოგრაფიით, „სრული აორთქლების ფაზის“ მეთოდის გამოყენებით.

 3. მასალებიდან და საგნებიდან  სურსათში გამოყოფილი ვინილ-ქლორიდის დონის (რაოდენობის) განსაზღვრისას აღმოჩენის (დეტექციის)  ზღვარი უნდა შეადგენდეს 0.01 მგ/კგ-ს.

4. თუ ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტულ სურსათში შეუძლებელია მასალებიდან და საგნებიდან  გამოყოფილი ვინილ-ქლორიდის  დონის (რაოდენობის) განსაზღვრა, შესაძლებელია, ამ  სურსათთან მიმართებით, დაშვებულ იქნეს მოდელური (იმიტირებული) გარემოს გამოყენება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი