სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია

უკან დაბრუნება
სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია
დოკუმენტის ნომერი UN-III-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/1947
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016552
 
 
 

 

სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია

რამდენადაც,  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1946 წლის 13 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს იმ პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ გაერთიანებას, რომლითაც სარგებლობენ გაერო და სხვადასხვა სპეციალიზებული სააგენტოები; და

რამდენადაც ზემოხსენებული რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით, გაეროსა და სპეციალიზებულ სააგენტოებს შორის გაიმართა კონსულტაციები;

შედეგად, 1947 წლის 21 ნოემბერს მიღებული 179 (II) რეზოლუციით, გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა წინამდებარე კონვენცია, რომელიც მიღებისთვის წარედგინება სპეციალიზებულ სააგენტოებს და შეერთებისთვის –  გაეროს ყოველ წევრსა და ერთი ან მეტი სპეციალიზებული სააგენტოს ყველა სხვა წევრ სახელმწიფოს.


მუხლი I

განმარტებები და მოქმედების ფარგლები

 

ნაწილი 1

წინამდებარე კონვენციაში:

(i) ტერმინით „სტანდარტული დებულებები“ აღინიშნება II-დან IX-მდე მუხლების დებულებები.

(ii) ტერმინი „სპეციალიზებული სააგენტოები“ ნიშნავს:

(a) საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია [ILO];

(b) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია [FAO];

(c) გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია [UNESCO];

(d) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია [ICAO];

(e) საერთაშორისო სავალუტო ფონდი [IMF];

(f) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი [IBRD];

(g) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO];

(h) მსოფლიო საფოსტო კავშირი [UPU];

(i) საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი [ITU];

(j) ნებისმიერი სხვა სააგენტო, რომელიც ქარტიის 57-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად არის დაკავშირებული გაეროსთან.

(iii) სიტყვა „კონვენცია“, ნებისმიერ კონკრეტულ სპეციალიზებულ სააგენტოსთან მიმართებით, ნიშნავს სტანდარტულ დებულებებს, რამდენადაც ისინი შეცვლილია 36-ე და 38-ე ნაწილების შესაბამისად სააგენტოს მიერ გადაცემული დანართის საბოლოო (ან შეცვლილი) ტექსტით.

(iv) III მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „ქონება და აქტივები“ აგრეთვე შეიცავს სპეციალიზებული სააგენტოს მიერ საკუთარი კანონისმიერი ფუნქციების შესასრულებლად ადმინისტრირებად საკუთრებასა და სახსრებს.

(v) V და VII მუხლების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ტერმინი „წევრთა წარმომადგენლები“ მოიცავს დელეგაციების ყველა წარმომადგენელს, ალტერნატიულ წარმომადგენელს, მრჩეველს, ტექნიკურ ექსპერტსა და მდივანს.

(vi) მე-13, მე-14, მე-15 და 25-ე ნაწილებში გამოთქმა „სპეციალიზებული სააგენტოს მიერ მოწვეული შეხვედრები“ ნიშნავს: (1) მისი ასამბლეის და მისი აღმასრულებელი ორგანოს (მისი სახელწოდებისდა მიუხედავად) შეხვედრებს, და (2) მისი კონსტიტუციით გათვალისწინებული ნებისმიერი კომისიის შეხვედრებს; (3) მის მიერ მოწვეული ნებისმიერი საერთაშორისო კონფერენციის შეხვედრებს; და (4) ამ ორგანოების ნებისმიერი კომიტეტის შეხვედრებს.

(vii) ტერმინი „აღმასრულებელი ხელმძღვანელი“ ნიშნავს დაინტერესებული სპეციალიზებული სააგენტოს პირველად აღმასრულებელ თანამდებობის პირს, რომელიც შეიძლება დასახელებულ იქნეს როგორც „გენერალური დირექტორი“ ან სხვაგვარად.

ნაწილი 2

წინამდებარე კონვენციის თითოეული სახელმწიფო მხარე, ნებისმიერ სპეციალიზებულ სააგენტოსთან მიმართებით, რომლისთვისაც ეს კონვენცია გამოიყენება 37-ე ნაწილის შესაბამისად, ამ სააგენტოს ან მასთან დაკავშირებით, გასცემს სტანდარტულ დებულებებში განსაზღვრულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს მათში დადგენილი პირობების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დებულებები, რომელთაც შეიცავს სააგენტოსთან დაკავშირებული და 36-ე ან 38-ე ნაწილების შესაბამისად გადაცემული დანართის საბოლოო (ან შესწორებული) ტექსტის დებულებები, ექვემდებარება ცვლილებებს.

მუხლი II

სამართლებრივი ქმედუნარიანობა

ნაწილი 3

სპეციალიზებული სააგენტოები ფლობენ სამართლებრივ ქმედუნარიანობას. მათ აქვთ უფლებამოსილება (ა) დადონ შეთანხმება, (ბ) შეიძინონ და განკარგონ უძრავი და მოძრავი ქონება და (გ) აღძრან სასამართლო საქმე.

მუხლი III

ქონება, სახსრები და აქტივები

ნაწილი 4

სპეციალიზებული სააგენტოები, მათი ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული და ვის მფლობელობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სასამართლო პროცესისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად მკაფიოდ უარყოფენ საკუთარ იმუნიტეტს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. ამავდროულად, იგულისხმება, რომ იმუნიტეტზე უარის თქმა არ ვრცელდება აღსრულების არცერთ ღონისძიებაზე.

ნაწილი 5

სპეციალიზებულ სააგენტოთა ნაგებობები ხელშეუხებელია. სპეციალიზებული სააგენტოების ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული და ვის მფლობელობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის და აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლო ან საკანონმდებლო ჩარევის ნებისმიერი სხვა ფორმებისგან.

ნაწილი 6

სპეციალიზებული სააგენტოების არქივები და, ზოგადად, მათი კუთვნილი ან მფლობელობაში მყოფი ყველა დოკუმენტი ხელშეუხებელია, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად.

ნაწილი 7

ნებისმიერი სახის ფინანსური კონტროლით, რეგულირებებით ან მორატორიუმით შეზღუდვის გარეშე:

(ა) სპეციალიზებულ სააგენტოებს შეუძლიათ ფლობდნენ სახსრებს, ოქროს ან ნებისმიერ ვალუტას და ასევე აწარმოონ ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში;

(ბ) სპეციალიზებულ სააგენტოებს შეუძლიათ თავისუფლად გადარიცხონ თავიანთი სახსრები, ოქრო ან ვალუტა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან რომელიმე ქვეყნის ფარგლებში, და მოახდინონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ვალუტის კონვერტაცია ნებისმიერ სხვა ვალუტაში.

ნაწილი 8

თითოეული სპეციალიზებული სააგენტო, ზემოაღნიშნული მე-7 ნაწილის საფუძველზე დადგენილი უფლებების განხორციელებისას, სათანადოდ ითვალისწინებს ამ კონვენციის ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს მთავრობის მიერ წარდგენილ მოსაზრებებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევა, რომ ამგვარ წარდგინებებს შეიძლება მიეცეს მსვლელობა სააგენტოს ინტერესთა ხელყოფის გარეშე.

ნაწილი 9

სპეციალიზებული სააგენტოები, მათი აქტივები, შემოსავალი და სხვა საკუთრება:

(ა) თავისუფლდება ყველა პირდაპირი გადასახადისაგან; ამავდროულად, იგულისხმება, რომ სპეციალიზებული სააგენტოები არ მოითხოვენ იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, გარდა კომუნალური მომსახურების ხარჯებისა;

(ბ) თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისგან და იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვებისაგან და შეზღუდვებისაგან იმ საგნებთან დაკავშირებით, რომლებიც შემოტანილია ან გატანილია სპეციალიზებული სააგენტოების მიერ მათი ოფიციალური მოხმარებისათვის; ამავდროულად, იგულისხმება, რომ ამგვარად შემოტანილი საგნები არ იქნება რეალიზებული იმ ქვეყანაში, სადაც ისინი იქნა იმპორტირებული, გარდა ამ ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად;

(გ) თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისაგან და იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვებისაგან და შეზღუდვებისაგან მათ გამოცემებთან დაკავშირებით.

ნაწილი 10

როგორც წესი, სპეციალიზებული სააგენტოები არ მოითხოვენ აქციზისგან და იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია მოძრავი და უძრავი ქონების შესყიდვასთან, რომელიც შედის გადასახდელის ფასში. მიუხედავად ამისა, როდესაც სპეციალიზებული სააგენტოები ოფიციალური გამოყენებისათვის ახორციელებენ ქონების მნიშვნელოვან შესყიდვებს, რომლებიც დაბეგრილია ან ექვემდებარება დაბეგვრას, წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები, როდესაც ეს შესაძლებელია, გადასახადებისაგან გათავისუფლების ან უკან დაბრუნების მიზნით მიიღებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ზომებს.

მუხლი IV

საკომუნიკაციო საშუალებები

ნაწილი 11

თითოეული სპეციალიზებული სააგენტო, თავისი ოფიციალური კომუნიკაციისათვის, წინამდებარე კონვენციის თითოეული მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობით, როგორიც ენიჭება ამგვარი სახელმწიფოს მთავრობის მიერ ნებისმიერ სხვა მთავრობას, ამ უკანასკნელის დიპლომატიური მისიების ჩათვლით, პრიორიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებში საფოსტო, საკაბელო, ტელეგრამების, რადიოგრამების, ტელეფოტოების, სატელეფონო და სხვა კომუნიკაციების ტარიფებთან და გადასახადებთან, ასევე პრესისათვის ინფორმაციისა და რადიოსათვის გადაცემისათვის დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით.

ნაწილი 12

დაუშვებელია სპეციალიზებული სააგენტოების ოფიციალურ კორესპონდენციაზე და სხვა ოფიციალურ კომუნიკაციებზე რაიმე სახის ცენზურის დაწესება.

სპეციალიზებულ სააგენტოებს უფლება აქვთ გამოიყენონ კოდები და გაგზავნონ და მიიღონ კორესპონდენცია და სხვა ოფიციალური კომუნიკაცია კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით, რომლებიც სარგებლობენ ისეთივე იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით, როგორითაც დიპლომატიური კურიერები და ვალიზები.

წინამდებარე ნაწილში არაფერი არ განიმარტება იმგვარად, რომ გამორიცხოს უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღება, რომელთა განსაზღვრაც მოხდება ამ კონვენციის მხარე სახელმწიფოსა და სპეციალიზებულ სააგენტოს შორის შეთანხმებით.

მუხლი V

წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები

ნაწილი 13

სპეციალიზებული სააგენტოს მიერ მოწვეულ კონფერენციებზე წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათი ფუნქციების შესრულებისას და შეხვედრის ადგილამდე და უკან მგზავრობისას, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:

ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისა ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან, ასევე იმუნიტეტი ყველა სახის სასამართლო პროცესისაგან მათ მიერ ოფიციალური სტატუსით გაკეთებულ ნებისმიერ წერილობით ან ზეპირ გამონათქვამთან, და ყველა განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებით;

ბ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა;

გ) უფლება, გამოიყენონ კოდები და მიიღონ საბუთები ან კორესპონდენცია კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით;

დ) თვითონ და მათი მეუღლეები თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან, უცხოელთა რეგისტრაციის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვალდებულებებისაგან იმ სახელმწიფოში, სადაც იმყოფებიან ან რომელსაც გაივლიან მათი ფუნქციების შესრულებისას;

ე) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

ვ) ისეთივე იმუნიტეტები და შეღავათები პირად ბარგთან დაკავშირებით, როგორიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობის შესაბამისი რანგის მქონე წევრებს.

ნაწილი 14

იმისათვის, რათა სპეციალიზებული სააგენტოების მიერ მოწვეულ კონფერენციებზე სააგენტოს წევრთა  წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის სრული თავისუფლება და საკუთარი მოვალეობების შესრულების სრული დამოუკიდებლობა, მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით ვრცელდება იმუნიტეტი სასამართლო პროცესისაგან, იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ ახორციელებენ ამგვარ ფუნქციებს.

ნაწილი 15

როდესაც ნებისმიერი სახის გადასახადის დაწესება დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სპეციალიზებული სააგენტოების მიერ მოწვეულ კონფერენციაზე წევრთა წარმომადგენლები მათი მოვალეობების შესასრულებლად იმყოფებიან წევრ სახელმწიფოში, არ ითვლება საცხოვრებელ პერიოდად.

ნაწილი 16

წევრთა წარმომადგენლებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ სპეციალიზებულ სააგენტოებთან მიმართებით მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, წევრ სახელმწიფოს გააჩნია არა მხოლოდ უფლება, არამედ ასევე ვალდებულება გააუქმოს მისი წარმომადგენლის იმუნიტეტი იმ შემთხვევაში, როდესაც წევრის აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია იმ მიზნის შეულახავად, რა მიზნისათვისაც ეს იმუნიტეტი იქნა მინიჭებული.

ნაწილი 17

მე-13, მე-14 და მე-15 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება იმ სახელმწიფოს ორგანოებთან, რომლის მოქალაქეც არის დაინტერესებული პირი ან რომლის წარმომადგენელიც იგი არის ან იყო.

მუხლი VI

თანამდებობის პირები

ნაწილი 18

თითოეული სპეციალიზებული სააგენტო განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა კატეგორიებს, რომელთა მიმართაც ვრცელდება წინამდებარე მუხლისა და VIII მუხლის დებულებები. აღნიშნულ სააგენტოსთან მიმართებით, კატეგორიებს იგი გადასცემს წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოთა მთავრობებსა და გაეროს გენერალურ მდივანს. ამ კატეგორიებში შესულ თანამდებობის პირთა სახელები დრო და დრო ეცნობება ზემოაღნიშნულ მთავრობებს.

ნაწილი 19

სპეციალიზებული სააგენტოს თანამდებობის პირები:

(ა) სარგებლობენ სასამართლო პროცესისაგან იმუნიტეტით მათ მიერ ზეპირად ან წერილობით გამოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით და ყველა მოქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც მათ მიერ ხორციელდება ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში;

(ბ) სპეციალიზებული სააგენტოს მიერ გაცემულ ხელფასებთან და გასამრჯელოსთან მიმართებით  სარგებლობენ გადასახადებისაგან გათავისუფლების იმავე რეჟიმით, რა რეჟიმითა და პირობებითაც სარგებლობენ გაეროს თანამდებობის პირები;

(გ) მათ მეუღლეებთან და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად, თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისა და უცხოელთა რეგისტრაციისაგან;

(დ) ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით, სარგებლობენ ისეთივე პრივილეგიებით, როგორიც ენიჭებათ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს;

(ე) საერთაშორისო კრიზისების დროს, მეუღლეებთან და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად, სარგებლობენ ისეთივე სარეპატრიაციო შეღავათებით, როგორითაც დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირები;

(ვ) შესაბამის ქვეყანაში თავიანთი პირველი თანამდებობის დაკავებისას, უფლება აქვთ დაუბეგრავად შემოიტანონ თავიანთი ავეჯი და ქონება.

ნაწილი 20

სპეციალიზებული სააგენტოების თანამდებობის პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო სამსახურის ვალდებულებებისაგან იმ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი გათავისუფლება ვრცელდება სპეციალიზებული სააგენტოების იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა სახელებიც, მათი მოვალეობების გამო, შეტანილ იქნა სპეციალიზებული სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის მიერ შედგენილ და დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სიაში.

იმ შემთხვევაში, თუ სპეციალიზებული სააგენტოების სხვა თანამდებობის პირები გამოძახებულნი იქნებიან სახელმწიფო სამსახურში, დაინტერესებული სახელმწიფო, სპეციალიზებული სააგენტოს მოთხოვნით, ამგვარი თანამდებობის პირებისთვის გასცემს იმგვარ დროებით გადავადებებს, როგორიც აუცილებელია არსებითი სამუშაოს განგრძობითობის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად.

ნაწილი 21

მე-19 და მე-20 ნაწილებში მითითებულ იმუნიტეტებთან და პრივილეგიებთან ერთად, თითოეული სპეციალიზებული სააგენტოს აღმასრულებელ ხელმძღვანელს, მათ შორის, მისი არყოფნისას მისი მოვალეობის შემსრულებელ ნებისმიერ თანამდებობის პირს, მას და მისი სახელით, მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს, ენიჭებათ ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები,  რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ დესპანებს.

ნაწილი 22

თანამდებობის პირებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ მხოლოდ სპეციალიზებული სააგენტოების ინტერესებისთვის და არა მათი პირადი სარგებლისთვის. თითოეულ სპეციალიზებულ სააგენტოს აქვს უფლება და ვალდებულება უარი თქვას ნებისმიერი თანამდებობის პირის იმუნიტეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შეხედულებით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია სპეციალიზებული სააგენტოს ინტერესების შეულახავად.

ნაწილი 23

მართლმსაჯულების სწორი ადმინისტრირების ხელშეწყობისთვის, პოლიტიკური რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფისთვისა და ამ მუხლში მოცემულ პრივილეგიებთან, იმუნიტეტებთან და შეღავათებთან დაკავშირებით ნებისმიერი დარღვევის გამოვლენის პრევენციის მიზნით, თითოეული სპეციალიზებული სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს წევრი სახელმწიფოების სათანადო ორგანოებთან.

მუხლი VII

პრივილეგიის დარღვევა

ნაწილი 24

თუ წინამდებარე კონვენციის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო თვლის, რომ მოხდა ამ კონვენციით მინიჭებული პრივილეგიის ან იმუნიტეტის დარღვევა, აღნიშნულ სახელმწიფოსა და სპეციალიზებულ სააგენტოს შორის იმართება კონსულტაციები იმისათვის, რათა დადგინდეს, თუ რამდენად მოხდა ამგვარი დარღვევა და ამგვარი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ისინი ეცდებიან უზრუნველყონ რომ დარღვევა არ განმეორდეს. თუ ამგვარი კონსულტაციები სახელმწიფოსა და დაინტერესებული სპეციალიზებული სააგენტოსთვის ვერ გამოიღებს დამაკმაყოფილებელ შედეგს, საკითხი პრივილეგიის ან იმუნიტეტის დარღვევის თაობაზე 32-ე ნაწილის შესაბამისად განსახილველად გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. თუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დაადგენს, რომ ამგვარი დარღვევა მოხდა, დარღვევის შედეგად დაზარალებული ამ კონვენციის მხარე სახელმწიფო უფლებამოსილია, დაინტერესებული სპეციალიზებული სააგენტოს შეტყობინების შემდგომ, უარი თქვას დარღვეული პრივილეგიის ან იმუნიტეტის სარგებლის დაინტერესებულ სპეციალიზებულ სააგენტოსთან მიმართებით გავრცელებაზე.

ნაწილი 25

1. წევრთა წარმომადგენლებს, სპეციალიზებული სააგენტოს მიერ მოწვეულ შეხვედრებზე, მათი ფუნქციების განხორციელებისას და შეხვედრის ადგილზე და უკან მგზავრობისას, და მე-18 ნაწილში მოცემული თანამდებობის პირებს, ტერიტორიული ორგანოების მიერ არ მოეთხოვებათ იმ ქვეყნის დატოვება, რომელშიც ისინი თავიანთი ოფიციალური დანიშნულებით ახორციელებენ თავიანთ ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი პრივილეგიების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც აღნიშნულ ქვეყანაში, თავისი ოფიციალური ფუნქციების ფარგლებს გარეთ იდენს ნებისმიერი ამგვარი პირი, ამ ქვეყნის მთავრობის მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მის მიერ ქვეყნის დატოვება, შემდეგი პირობებით:

2. (I) წევრთა წარმომადგენლებს, ან 21-ე ნაწილში მოცემული იმუნიტეტების მფლობელ პირებს ქვეყნის დატოვება არ მოეთხოვებათ აღნიშნულ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური დესპანებისათვის გათვალისწინებული დიპლომატიური პროცედურისაგან განსხვავებულად;

(II) იმ თანამდებობის პირთან მიმართებით, რომელზეც არ ვრცელდება 21-ე ნაწილი, ტერიტორიული ორგანოების მიერ ქვეყნის დატოვების მიმართვა არ გაიცემა აღნიშნული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დასტურის გარეშე, და ამგვარი დასტური გაიცემა მხოლოდ დაინტერესებული სპეციალიზებული სააგენტოს აღმასრულებელ ხელმძღვანელთან კონსულტაციის შემდგომ; და თუ, გაძევების პროცედურები მიმდინარეობს თანამდებობის პირის წინააღმდეგ, სპეციალიზებული სააგენტოს აღმასრულებელ ხელმძღვანელს აქვს უფლება, იმ პირის სახელით მიიღოს მონაწილეობა ამგვარ პროცედურებში, რომლის წინააღმდეგაც იგი არის აღძრული.

მუხლი VIII

სამგზავრო დოკუმენტი ლესე-პასე

[Laissez-Passer]

ნაწილი 26

სპეციალიზებული სააგენტოების თანამდებობის პირებს აქვთ უფლება, გაეროს გენერალურ მდივანსა და სპეციალიზებული სააგენტოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგებების შესაბამისად, გამოიყენონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამგზავრო დოკუმენტი ლესე-პასე. სპეციალიზებული სააგენტოების კომპეტენტურ ორგანოებს შეიძლება მიენიჭოთ აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტის ლესე-პასეს გაცემის უფლებამოსილება. გაეროს გენერალური მდივანი ამ კონვენციის თითოეულ მხარე სახელმწიფოს აცნობებს ამგვარი ადმინისტრაციული გარიგების დადების შესახებ.

ნაწილი 27

ამ კონვენციის მხარე სახელმწიფოები, სპეციალიზებული სააგენტოების თანამდებობის პირებზე გაცემულ გაეროს სამგზავრო დოკუმენტს ლესე-პასეს აღიარებენ და იღებენ როგორც სათანადო ძალის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს.

ნაწილი 28

გაეროს სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს მქონე სპეციალიზებული სააგენტოების თანამდებობის პირთა სავიზო განაცხადები, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, რომელთაც თან ერთვის სპეციალიზებული სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის მგზავრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, განიხილება შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში. დამატებით, აღნიშნულ პირებს ეძლევათ შეღავათები სწრაფი მგზავრობისთვის.

ნაწილი 29

28-ე ნაწილში მოცემული მსგავსი შეღავათები ენიჭებათ ექსპერტებსა და სხვა პირებს, რომლებიც მართალია არ ფლობენ გაეროს სამგზავრო დოკუმენტს ლესე-პასეს, მაგრამ აქვთ სპეციალიზებული სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის მგზავრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ნაწილი 30

სპეციალიზებული სააგენტოების აღმასრულებელი ხელმძღვანელები, აღმასრულებელ ხელმძღვანელთა თანაშემწეები, სამმართველოთა უფროსები და  სამმართველოს უფროსის რანგს ქვემოთ არმყოფი თანამდებობის პირები, რომლებიც სპეციალიზებული სააგენტოების საქმიანობის ფარგლებში მგზავრობენ გაეროს სამგზავრო დოკუმენტით ლესე-პასეთი, იღებენ მგზავრობისათვის იმავე სახის შეღავათებს, როგორიც ენიჭებათ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს.

მუხლი IX

დავების გადაწყვეტა

ნაწილი 31

თითოეული სპეციალიზებული სააგენტო უზრუნველყოფს რესურსებს, რათა სათანადო მეთოდებით გადაწყდეს:

(ა)  იმ კონტრაქტებიდან წარმოშობილი დავები ან კერძო ხასიათის დავები, რომლის მხარეც არის სპეციალიზებული სააგენტო;

(ბ) დავები, რომელშიც ჩართულია სპეციალიზებული სააგენტოს ნებისმიერი თანამდებობის პირი ან ექსპერტი და რომელიც თავისი თანამდებობრივი პოზიციით სარგებლობს იმუნიტეტით, თუ აღნიშნული იმუნიტეტი არ გაუქმდა 22-ე ნაწილის დებულებების შესაბამისად.

ნაწილი 32

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან, რომ გამოიყენონ დავის გადაჭრის სხვა მეთოდი, ყველა აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე კონვენციის განმარტებისას ან შესრულებისას, გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. თუ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობა ერთი მხრივ, სპეციალიზებულ სააგენტოსა და, მეორე მხრივ, წევრს შორის, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე საკონსულტაციო მოსაზრების მოთხოვნის წარდგენა ხდება გაეროს ქარტიის 96-ე მუხლისა და სასამართლოს წესდების 65-ე მუხლის და გაეროსა და დაინტერესებულ სპეციალიზებულ სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით. სასამართლოს მიერ გაცემულ მოსაზრებას მხარეები იღებენ როგორც გადამწყვეტს.

მუხლი X

დანართები და მათი გამოყენება

ინდივიდუალურ სპეციალიზებულ სააგენტოებთან მიმართებით

ნაწილი 33

თითოეულ სპეციალიზებულ სააგენტოსთან მიმართებით, სტანდარტული დებულებების გამოყენებისას, ისინი მოქმედებენ შესაბამის სააგენტოსთან დაკავშირებული დანართის საბოლოო (ან შესწორებული) ტექსტში, 36-ე და 38-ე ნაწილებით დადგენილი ნებისმიერი ცვლილებების გათვალისწინებით.

ნაწილი 34

წინამდებარე კონვენციის დებულებები, თითოეულ სპეციალიზებულ სააგენტოსთან მიმართებით, უნდა განიმარტოს იმ ფუნქციების ჭრილში, რომლითაც სააგენტო აღჭურვილია მისი დამფუძნებელი დოკუმენტით.

ნაწილი 35

I-დან IX-მდე[1] დანართების პროექტები რეკომენდებულია მათში მოხსენიებული სპეციალიზებული სააგენტოებისთვის. იმ ნებისმიერი სპეციალიზებული სააგენტოს შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები 1-ლ ნაწილში, გაეროს გენერალური მდივანი სააგენტოს გადასცემს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ რეკომენდებული დანართის პროექტს.

ნაწილი 36

თითოეული დანართის საბოლოო ტექსტი მტკიცდება დაინტერესებული სპეციალიზებული სააგენტოს მიერ მისი კანონისმიერი პროცედურის შესაბამისად. თითოეული სპეციალიზებული სააგენტოს მიერ დამტკიცებული დანართის ასლი, დაინტერესებული სააგენტოს მიერ გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს და შედეგად ანაცვლებს 35-ე ნაწილში მითითებულ პროექტს.

ნაწილი 37

წინამდებარე კონვენცია თითოეული სპეციალიზებული სააგენტოს მიმართ იწყებს მოქმედებას, როდესაც იგი გაეროს გენერალურ მდივანს გადასცემს შესაბამისი დანართის საბოლოოს ტექსტს და აცნობებს მას, რომ იგი აღიარებს ამ დანართით შეცვლილ სტანდარტულ დებულებებს და იღებს ვალდებულებას აამოქმედოს 8, 18, 22, 23, 24,  31, 32, 42 და 45 ნაწილები (32 ნაწილის ცვლილების გათვალისწინებით რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს დანართის საბოლოო ტექსტის სააგენტოს დამფუძნებელ დოკუმენტთან თანხვედრაში მოყვანის მიზნით) და სააგენტოსთვის ვალდებულებების გამწერი დანართის ნებისმიერი დებულებები. გენერალური მდივანი, გაეროს ყველა წევრსა და სპეციალიზებული სააგენტოების წევრ სხვა სახელმწიფოებს გადასცემს წინამდებარე ნაწილის საფუძველზე მისთვის გადაცემული ყველა დანართისა და 38 ნაწილის საფუძველზე გადაცემული შეცვლილი დანართების დამოწმებულ ასლებს.

ნაწილი 38

თუ 36 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო დანართის გადაცემის შემდგომ, ნებისმიერი სპეციალიზებული სააგენტო მისი სადამფუძნებლო პროცედურის შესაბამისად, მასში ამტკიცებს ნებისმიერ ცვლილებას, შეცვლილი დანართი მის მიერ გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს.

ნაწილი 39

წინამდებარე კონვენციის დებულებები არანაირად არ ზღუდავს ან ხელყოფს პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს, რომლებიც ნებისმიერ სპეციალიზებულ სააგენტოს ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ან შეიძლება მიენიჭოს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მისი სათავო ან რეგიონული ოფისის განლაგების გამო. წინამდებარე კონვენცია არ ითვლება ხელის შემშლელად ნებისმიერ მხარე სახელმწიფოსა და ნებისმიერ სპეციალიზებულ სააგენტოს შორის დამატებითი შეთანხმებების დადებასთან მიმართებით, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის დებულებათა სპეციფიურად მორგებას ან განავრცობს ან შეამცირებს დადგენილ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს.

ნაწილი 40

გარკვეულია, რომ სპეციალიზებული სააგენტოს მიერ გაეროს გენერალური მდივნისთვის 36 ნაწილის საფუძველზე გაგზავნილი დანართის საბოლოო ტექსტით შეცვლილი სტანდარტული დებულებები (ან ნებისმიერი 38-ე ნაწილის საფუძველზე გადაგზავნილი შეცვლილი დანართი), თანხვედრაში იქნება დაინტერესებული სააგენტოს იმ მომენტისთვის ძალაში მყოფი დამფუძნებელი დოკუმენტის დებულებებთან და თუ დამფუძნებელი დოკუმენტის ამგვარად თანხვედრაში მოყვანის მიზნით, აუცილებელია ნებისმიერი ცვლილება, ამგვარი ცვლილება ძალაში იქნება შესული ამ სააგენტოს სადამფუძნებლო პროცედურის შესაბამისად იქამდე სანამ მოხდება საბოლოო (ან შეცვლილი) დანართის გადაცემა.

კონვენცია არ მოქმედებს იმგვარად, რომ გააუქმოს ან გადაუხვიოს ნებისმიერი სპეციალიზებული სააგენტოს დამფუძნებელი დოკუმენტის დებულებებს ან ნებისმიერ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთაც სააგენტო შეიძლება სხვაგვარად ფლობდეს, მოიპოვოს ან იკისროს.

მუხლი XI

დასკვნითი დებულებები

ნაწილი 41

წინამდებარე კონვენციასთან გაეროს წევრის და (42-ე ნაწილის გათვალისწინებით) სპეციალიზებული სააგენტოს წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს შეერთება ხორციელდება გაეროს გენერალურ მდივანთან შეერთების სიგელის დეპონირებით, რომელიც ამოქმედდება დეპონირების თარიღიდან.

ნაწილი 42

თითოეული დაინტერესებული სპეციალიზებული სააგენტო წინამდებარე კონვენციის ტექსტს, შესაბამის დანართებთან ერთად, გადასცემს თავის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან გაეროს წევრები და მოიწვევს მათ აღნიშნულ სააგენტოსთან მიმართებით შესაერთებლად, გაეროს გენერალურ მდივანთან ან სპეციალიზებული სააგენტოს აღმასრულებელ ხელმძღვანელთან წინამდებარე კონვენციასთან შეერთების სიგელის დეპონირებისთვის.

ნაწილი 43

წინამდებარე კონვენციის თითოეული სახელმწიფო მხარე თავისი შეერთების სიგელში აღნიშნავს იმ სპეციალიზებულ სააგენტოს ან სააგენტოებს, რომელთა მიმართაც იგი იღებს ვალდებულებას გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის დებულებები. წინამდებარე კონვენციის თითოეულ სახელმწიფო მხარეს შეუძლია, გაეროს გენერალური მდივნისთვის გაგზავნილი შემდგომი წერილობითი შეტყობინებით, აიღოს ვალდებულება ამ კონვენციის დებულებების სხვა დამატებით სპეციალიზებულ სააგენტოზე ან სააგენტოებზე გავრცელების შესახებ. აღნიშნული შეტყობინება მოქმედებას იწყებს გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების თარიღიდან.

ნაწილი 44

წინამდებარე კონვენცია, სპეციალიზებულ სააგენტოსთან მიმართებით, კონვენციის სახელმწიფო მხარისთვის ძალაში შედის, როდესაც იგი აღნიშნულ სააგენტოსთან მიმართებით ამოქმედდება 37 ნაწილის შესაბამისად და სახელმწიფო მხარე იკისრებს კონვენციის დებულებების აღნიშნულ სააგენტოზე გავრცელებას 43-ე ნაწილის შესაბამისად.

ნაწილი 45

გაეროს გენერალური მდივანი გაეროს ყველა წევრს, ისევე როგორც სპეციალიზებული სააგენტოების ყველა წევრს, და სპეციალიზებული სააგენტოების აღმასრულებელ ხელმძღვანელებს, აცნობებს 41-ე ნაწილის საფუძველზე შეერთების სიგელის დეპონირების შესახებ და 43-ე ნაწილის საფუძველზე ყველა შემდგომი შეტყობინების მიღების შესახებ. სპეციალიზებული სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი გაეროს გენერალურ მდივანსა და დაინტერესებული სააგენტოს წევრებს აცნობებს მისთვის 42-ე ნაწილის საფუძველზე ნებისმიერი შეერთების სიგელის დეპონირების შესახებ.

ნაწილი 46

გარკვეულია, რომ როდესაც შეერთების სიგელი ან შემდგომი შეტყობინება დეპონირებულია ნებისმიერი სახელმწიფოს სახელით, აღნიშნული სახელმწიფო მზად იქნება თავისი კანონმდებლობის საფუძველზე აამოქმედოს ამ კონვენციის დებულებები, ამგვარ შეერთებებსა და შეტყობინებებში მოცემულ სააგენტოებთან დაკავშირებული ნებისმიერი დანართების საბოლოო ტექსტებით მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით.

ნაწილი 47

1. წინამდებარე ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, ამ კონვენციის თითოეული სახელმწიფო მხარე იღებს ვალდებულებას კონვენცია გაავრცელოს მის შეერთების სიგელში ან შემდგომ შეტყობინებაში მოცემულ თითოეულ სპეციალიზებულ სააგენტოზე იმ დრომდე, სანამ ამ საგენტოსთან მიმართებით ამოქმედდება შეცვლილი კონვენცია და დანართი და აღნიშნული სახელმწიფო მიიღებს შეცვლილ კონვენციასა და დანართს. შეცვლილი დანართის შემთხვევაში, მისი სახელმწიფოთა მიერ აღიარება ხდება გაეროს გენერალური მდივნისთვის შეტყობინებით, რომელიც ამოქმედდება გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების თარიღიდან.

2. წინამდებარე კონვენციის თითოეულ სახელმწიფო მხარეს, რამდენადაც იგი არ არის ან წყვეტს სპეციალიზებული სააგენტოს წევრობას, შეუძლია წერილობითი შეტყობინებით მიმართოს გაეროს გენერალურ მდივანსა და დაინტერესებული სააგენტოს აღმასრულებელ ხელმძღვანელს, რათა გააუქმოს აღნიშნულ სააგენტოზე კონვენციით გათვალისწინებული სარგებლის გავრცელება კონკრეტული თარიღიდან, რომელიც არ უნდა იყოს შეტყობინების მიღებიდან სამ თვეზე ადრეული თარიღი.

3. წინამდებარე კონვენციის თითოეულ სახელმწიფო მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ კონვენციის სარგებლის ნებისმიერ იმ სპეციალიზებულ სააგენტოსთან მიმართებით გავრცელებაზე, რომელიც წყვეტს თავის კავშირს გაეროსთან.

4. გაეროს გენერალური მდივანი წინამდებარე კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფო მხარეს აცნობებს წინამდებარე ნაწილის საფუძველზე მისთვის გადაცემული ნებისმიერი შეტყობინების შესახებ.

ნაწილი 48

წინამდებარე კონვენციის სახელმწიფო მხარეთა ერთი მესამედის მოთხოვნით, გაეროს გენერალური მდივანი მოიწვევს კონფერენციას მისი გადახედვის მიზნით.

ნაწილი 49

გაეროს გენერალური მდივანი გადასცემს წინამდებარე კონვენციის ასლებს თითოეულ სპეციალიზებულ სააგენტოსა და გაეროს თითოეული წევრის მთავრობას.


[1] ზემოაღნიშნული დანართების პროექტების ტექსტისთვის, იხილეთ გენერალური ასამბლეის ოფიციალური გამოცემები, მეორე სესია, რეზოლუციები, გვ. 124 et seq.

დანართი I[1]

საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია [ILO]

საერთაშორისო შრომის ორგანიზაციასთან მიმართებით სტანდარტული დებულებების გამოყენებისას ისინი მოქმედებენ შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. V მუხლი (გარდა მე-13 ნაწილის (გ) პუნქტისა) და VII მუხლის 25 ნაწილის 1-ლი და მე-2 (I) პუნქტები ვრცელდება საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მმართველი ორგანოს დამსაქმებელ და დასაქმებულ წევრებზე და წევრების მოადგილეებზე და მათ შემცვლელებზე, იმის გამოკლებით, რომ ნებისმიერი ამგვარი პირისთვის იმუნიტეტის გაუქმება 16 ნაწილის საფუძველზე ხდება მმართველი ორგანოს მიერ.

2. 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები, იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები აგრეთვე ენიჭება ნებისმიერ საერთაშორისო შრომის ბიუროს გენერალური დირექტორის ნებისმიერ მოადგილეს და საერთაშორისო შრომის ბიუროს გენერალური დირექტორის ნებისმიერი თანაშემწეს.

3. (i) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან ასრულებენ მის მისიებს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

ბ) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი  სასამართლო პროცესისაგან, იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე.

გ) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

დ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის ფარგლებში მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან;

(ii) 3 (i) პუნქტის (დ) ქვეპუნქტთან დაკავშირებით ვრცელდება სტანდარტული დებულებების მე-12 ნაწილის ბოლო წინადადებაში მოცემული პრინციპი.

(iii) ორგანიზაციის ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.


[1] ავთენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1948 წლის 14 სექტემბერს.

 

დანართი II[1]

(მეორედ შესწორებული ტექსტი)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია [FAO

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (შემდგომში „ორგანიზაციად“ წოდებული) მიმართებით, სტანდარტული დებულებების გამოყენებისას ისინი მოქმედებენ შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. V მუხლი და VII მუხლის 25-ე ნაწილის 1-ლი და მე-2 (I) პუნქტები ვრცელდება ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარესა და ასოცირებული წევრების წარმომადგენლებზე, იმის გამოკლებით, რომ თავმჯდომარისათვის იმუნიტეტის გაუქმება მე-16 ნაწილის საფუძველზე ხდება ორგანიზაციის საბჭოს მიერ.

2. (i) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში ან ასრულებენ მის მისიებს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

ბ) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი  სასამართლო პროცესისაგან, იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე.

გ) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

დ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის ფარგლებში მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან და ორგანიზაციასთან კომუნიკაციის მიზნისთვის, კოდების გამოყენებისა და დოკუმენტების ან კორესპონდენციის მიღების უფლება  კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით.

(ii) 2 (i) პუნქტის (დ) ქვეპუნქტთან დაკავშირებით ვრცელდება სტანდარტული დებულებების მე-12 ნაწილის ბოლო წინადადებაში მოცემული პრინციპი.

(iii) ორგანიზაციის ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.

3. სტანდარტული დებულებების 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები, იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები აგრეთვე ენიჭებათ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილესა და გენერალური დირექტორების თანაშემწეს.


[1] ავთენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1965 წლის 28 დეკემბერს.

 

დანართი III[1]

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია [ICAO]

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციასთან (შემდგომში „ორგანიზაციად“ წოდებული) მიმართებით, სტანდარტული დებულებები მოქმედებენ შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. სტანდარტული დებულებების 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები, იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები აგრეთვე ენიჭება ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს.

2. (i) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში ან ასრულებენ მის მისიებს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

ბ) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი  სასამართლო პროცესისაგან, იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე;

გ) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

დ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის ფარგლებში მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან.

(ii) 2 (i) პუნქტის (დ) ქვეპუნქტთან დაკავშირებით ვრცელდება სტანდარტული დებულებების მე-12 ნაწილის ბოლო წინადადებაში მოცემული პრინციპი.

(iii) ორგანიზაციის ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.

დანართი IV[2]

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცი [UNESCO]

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (შემდგომში „ორგანიზაციად“ წოდებული) მიმართებით, სტანდარტული დებულებები მოქმედებენ შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. V მუხლი და VII მუხლის 25 ნაწილის 1-ლი და მე-2 (I) პუნქტები ვრცელდება ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებსა კონფერენციის პრეზიდენტზე, მათ შემცვლელებსა და მრჩევლებზე, იმის გამოკლებით, რომ აღმასრულებელი საბჭოს ნებისმიერი ამგვარი პირისთვის იმუნიტეტის გაუქმება 16 ნაწილის საფუძველზე ხდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

2. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს, მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს, აგრეთვე ენიჭებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები,  რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ დესპანებს, რომელსაც კონვენციის VI მუხლის 21-ე ნაწილი უზრუნველყოფს თითოეული სპეციალიზებული სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელისთვისაც.

2. (i) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში ან ასრულებენ მის მისიებს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

ბ) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი  სასამართლო პროცესისაგან, იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე.

გ) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

(ii) ორგანიზაციის ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.

 

დანართი V[3]

სარერთაშორისო სავალუტო ფონდი [IMF]

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (შემდგომში „ფონდად“ წოდებული) მიმართებით, კონვენცია (მათ შორის წინამდებარე დანართი) მოქმედებს შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. სტანდარტული დებულებების 32-ე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ იმ პრივილეგიებისა და იმუნიტეტების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომლებიც ფონდისთვის სრულად გამომდინარეობს  ამ კონვენციიდან და არა მისი წესდებიდან [Articles of Agreement] ან სხვა სახის ნუსხიდან, რომელთა საფუძველზეც მას შეუძლია საკუთარი მოთხოვნების დაყენება.

2. წინამდებარე კონვენციის დებულებები (მათ შორის წინამდებარე დანართი) არ ასწორებს ან ცვლის ან არ მოითხოვს ფონდის წესდების შესწორებას ან ცვლილებას ან არ ხელყოფს ან ზღუდავს მის ნებისმიერ უფლებას, იმუნიტეტს, პრივილეგიას ან გამორიცხვას, რომელიც ფონდის წესებით, ან ფონდის ნებისმიერი წევრის ან პოლიტიკური ქვედანაყოფის ნებისმიერი ამგვარი წევრის ნებისმიერი კანონისმიერი აქტით, კანონით ან რეგულაციით ან სხვაგვარად მინიჭებული აქვს ფონდს ან მის ნებისმიერ წევრს, მმართველს, აღმასრულებელ დირექტორს, შემცვლელს, ოფიცერს ან დასაქმებულს.

დანართი VI[4]

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი [IBRD]

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (შემდგომში „ბანკად“ წოდებული) მიმართებით, კონვენცია (მათ შორის წინამდებარე დანართი) მოქმედებს შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. ნაწილი 4 ნაცვლდება შემდეგი დებულებით:

„ბანკის წინააღმდეგ სასამართლო საქმე შეიძლება აღიძრას მხოლოდ კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოში ბანკის იმ წევრის ტერიტორიაზე, სადაც ბანკს აქვს ოფისი, მომსახურების გაწევის ან ჩატარებული საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით დანიშნული ჰყავს აგენტი, ან გაცემული აქვს ან უზრუნველყოფის სახით ჩადებული აქვს ფასიანი ქაღალდები. მიუხედავად ამისა, არავითარი სასამართლო საქმე არ აღიძრება წევრების ან პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ წევრებისთვის ან მოთხოვნის უფლებას იღებენ წევრებისგან. ბანკის ქონება და სახსრები, მათი ადგილმდებარეობისა და მფლობელობის მიუხედავად, სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სახის დაკავებისაგან, სააღსრულებო ჩამორთმევისაგან იქამდე სანამ ბანკის წინააღმდეგ არ იქნება გამოტანილი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.“

2. სტანდარტული დებულებების 32-ე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ იმ პრივილეგიებისა და იმუნიტეტების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომლებიც ბანკისთვის სრულად გამომდინარეობს  ამ კონვენციიდან და არა მისი წესდებიდან [Articles of Agreement] ან სხვა სახის ნუსხიდან, რომელთა საფუძველზეც მას შეუძლია საკუთარი მოთხოვნების დაყენება.

2. წინამდებარე კონვენციის დებულებები (მათ შორის წინამდებარე დანართი) არ ასწორებს ან ცვლის ან არ მოითხოვს ბანკის წესდების შესწორებას ან ცვლილებას ან არ ხელყოფს ან ზღუდავს მის ნებისმიერ უფლებას, იმუნიტეტს, პრივილეგიას ან გამორიცხვას, რომელიც ბანკის წესდებით, ან ბანკის ნებისმიერი წევრის ან პოლიტიკური ქვედანაყოფის ნებისმიერი ამგვარი წევრის ნებისმიერი კანონისმიერი აქტით, კანონით ან რეგულაციით ან სხვაგვარად მინიჭებული აქვს ბანკს ან მის ნებისმიერ წევრს, მმართველს, აღმასრულებელ დირექტორს, შემცვლელს, ოფიცერს ან დასაქმებულს.


[1] ათენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1948 წლის 11 აგვისტოს.

[2] ათენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1949 წლის 7 თებერვალს.

[3] ათენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1949 წლის 9 მაისს.

[4] ათენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1949 წლის 29 აპრილს.

 

დანართი VII[1]

(მესამედ შესწორებული ტექსტი)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (შემდგომში „ორგანიზაციად“ წოდებული) მიმართებით, სტანდარტული დებულებები გამოყენებისას, ისინი მოქმედებენ შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. V მუხლი და VII მუხლის 25-ე ნაწილის 1-ე და მე-2 (I) პუნქტები ვრცელდება ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში მომსახურე პირებზე, მათ შემცვლელებსა და მრჩევლებზე, იმის გამოკლებით, რომ ნებისმიერი ამგვარი პირისთვის იმუნიტეტის გაუქმება 16 ნაწილის საფუძველზე ხდება საბჭოს მიერ.

2. (i) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან ასრულებენ მის მისიებს, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის, ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

ბ) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი სასამართლო პროცესისაგან, იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე;

გ) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

დ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა;

ე) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კომუნიკაციისთვის, კოდების გამოყენებისა და დოკუმენტების ან კორესპონდენციის მიღების უფლება  კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით.

(ii) მათი ფუნქციების განხორციელებისას, ზემოაღნიშნულ (ბ) და (ე) ქვეპუნქტებში გაწერილი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ პირებს, რომლებიც მსახურობენ ორგანიზაციის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფში.

(iii) ორგანიზაციის ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.

3. V მუხლი და VII მუხლის 25-ე ნაწილის 1-ლი და მე-2 (I) პუნქტები ვრცელდება ორგანიზაციის დამფუძნებელი აქტის მე-8 და 47-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარე სამუშაოებში მონაწილე ასოცირებული წევრების წარმომადგენლებზე.

4. სტანდარტული დებულებების 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები, იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები აგრეთვე ვრცელდება ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ნებისმიერ მოადგილეზე, გენერალური დირექტორის თანაშემწესა და რეგიონულ დირექტორზე.


[1] ავთენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1958 წლის 25 ივლისს.

 

დანართი VIII[1]

მსოფლიო საფოსტო კავშირი [UPU]

[თარგმანი]

სტანდარტული დებულებები მოქმედებს ცვლილების გარეშე.

დანართი IX[2]

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი [ITU]

სტანდარტული დებულებები მოქმედებს ცვლილების გარეშე იმის გამოკლებით, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი არ ითხოვს მის მიმართ პრივილეგირებულ მოპყრობას, რომელიც გათვალისწინებულია IV მუხლის მე-11 ნაწილით „კომუნიკაციებთან დაკავშირებული შეღავათები“.


[1] ავთენტიკური ფრანგული ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1949 წლის 11 ივლისს.

[2] ავთენტიკური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1951 წლის 16 იანვარს.

 

დანართი X[1]

ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია

სტანდარტული დებულებები მოქმედებს ცვლილების გარეშე.

დანართი XI[2]

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

სტანდარტული დებულებები მოქმედებს ცვლილების გარეშე.


[1] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1949 წლის 4 აპრილს. ორგანიზაცია დაიშალა ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს 1952 წლის 15 თებერვლის 108 რეზოლუციით.

[2] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1951 წლის 29 დეკემბერს.

 

დანართი XII[1]

(მეორედ შესწორებული ტექსტი)

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია [IMO]

სტანდარტული დებულებების VI მუხლის 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები და იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები ენიჭებათ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, გენერალური მდივნის მოადგილეს, საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის მდივანსა და ადმინისტრაციული დანაყოფის დირექტორებს, ტექნიკური თანამშრომლობის დანაყოფს, სამართლებრივი საკითხებისა და საგარეო ურთიერთობების დანაყოფს, კონფერენციების დანაყოფსა და საზღვაო გარემოს დაცვის დანაყოფს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პუნქტის დებულებები იმ წევრისგან, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ორგანიზაციის სათაო ოფისი, არ ითხოვენ სტანდარტული დებულებების VI მუხლის 21-ე ნაწილის გამოყენებას იმ ნებისმიერი პირის მიმართ ვინც მისი მოქალაქეა. თუ ორგანიზაცია, ნებისმიერ დროს შეცვლის რომელიმე დირექტორის თანამდებობის დასახელებას, ამ თანამდებობაზე მყოფ პირებს უნარჩუნდებათ წინამდებარე პუნქტში მითითებული პრივილეგიები და იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები.

(ა) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან ასრულებენ მის მისიებს, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის, ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

(i) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

(ii) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი სასამართლო პროცესისაგან, ამგვარი იმუნიტეტი განაგრძობს მოქმედებას იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე.

(iii) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

(iv) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოსთან;

(v) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან კომუნიკაციისთვის, კოდების გამოყენების და დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მიღების უფლება კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით.

მე-2 ნაწილის ზემოაღნიშნულ (ა) (iv) და (v) პუნქტებთან მიმართებით გამოიყენება სტანდარტული დებულებების მე-12 ნაწილის ბოლო წინადადებაში შესული პრინციპი.

(ბ) ორგანიზაციის ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.

 

დანართი XIII[2]

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია [IFC]

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (შემდგომში „კორპორაციად“ წოდებული) მიმართებით მისი  გამოყენებისას, კონვენცია (მათ შორის, წინამდებარე დანართი) მოქმედებს შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. ნაწილი 4 ნაცვლდება შემდეგი დებულებით:

„კორპორაციის წინააღმდეგ სასამართლო საქმე შეიძლება აღიძრას მხოლოდ კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოში კორპორაციის იმ წევრის ტერიტორიაზე, სადაც კორპორაციას აქვს ოფისი, მომსახურების გაწევის ან ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით დანიშნული ჰყავს აგენტი, ან გაცემული აქვს ან უზრუნველყოფის სახით ჩადებული აქვს ფასიანი ქაღალდები. მიუხედავად ამისა, არავითარი სასამართლო საქმე არ აღიძრება წევრების ან პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ წევრებისთვის ან მოთხოვნის უფლებას იღებენ წევრებისგან. კორპორაციის ქონება და სახსრები, მათი ადგილმდებარეობისა და მფლობელობის მიუხედავად, სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სახის დაკავებისაგან, სააღსრულებო ჩამორთმევისაგან იქამდე, სანამ კორპორაციის წინააღმდეგ არ იქნება გამოტანილი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.“ .

2. სტანდარტული დებულებების მე-7 ნაწილის (ბ) პუნქტი კორპორაციაზე ვრცელდება კორპორაციის წესდების [Articles of Agreement] III მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.

3. კორპორაციას, საკუთარი დისკრეციით, შეუძლია გააუქმოს წესდების VI მუხლის საფუძველზე მინიჭებული ნებისმიერი პრივილეგია და იმუნიტეტი იმ ფარგლებში და იმ პირობებით, რომელთაც იგი მიიჩნევს მიზანშეწონილად.

4. სტანდარტული დებულებების 32-ე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ იმ პრივილეგიებისა და იმუნიტეტების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომლებიც კორპორაციისთვის სრულად გამომდინარეობს  ამ კონვენციიდან და არა მისი წესდებიდან [Articles of Agreement] ან სხვა სახის ნუსხიდან, რომელთა საფუძველზეც მას შეუძლია საკუთარი მოთხოვნების დაყენება.

5. წინამდებარე კონვენციის დებულებები (მათ შორის, წინამდებარე დანართი) არ ასწორებს ან ცვლის ან არ მოითხოვს კორპორაციის წესდების შესწორებას ან ცვლილებას, ან არ ხელყოფს ან ზღუდავს მის ნებისმიერ უფლებას, იმუნიტეტს, პრივილეგიას ან გამორიცხვას, რომელიც კორპორაციის წესდებით, ან კორპორაციის ნებისმიერი წევრის ან პოლიტიკური ქვედანაყოფის ნებისმიერი ამგვარი წევრის ნებისმიერი კანონისმიერი აქტით, კანონით ან რეგულაციით ან სხვაგვარად მინიჭებული აქვს კორპორაციას ან მის ნებისმიერ წევრს, მმართველს, აღმასრულებელ დირექტორს, შემცვლელს, ოფიცერს ან დასაქმებულს.

 

დანართი XIV[3]

საერთაშორისო განვითარების ასოციაცია [IDA]

საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან (შემდგომში „ასოციაციად“ წოდებული) მიმართებით მისი  გამოყენებისას, კონვენცია, მათ შორის, წინამდებარე დანართი, მოქმედებს შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

1. ნაწილი 4 ნაცვლდება შემდეგი დებულებით:

„ასოციაციის წინააღმდეგ სასამართლო საქმე შეიძლება აღიძრას მხოლოდ კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოში ასოციაციის იმ წევრის ტერიტორიაზე, სადაც ასოციაციას აქვს ოფისი, მომსახურების გაწევის ან ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით დანიშნული ჰყავს აგენტი, ან გაცემული აქვს ან უზრუნველყოფის სახით ჩადებული აქვს ფასიანი ქაღალდები. მიუხედავად ამისა, არავითარი სასამართლო საქმე არ აღიძრება წევრების ან პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ წევრებისთვის ან მოთხოვნის უფლებას იღებენ წევრებისგან. ასოციაციის ქონება და სახსრები, მათი ადგილმდებარეობისა და მფლობელობის მიუხედავად, სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სახის დაკავებისაგან, სააღსრულებო ჩამორთმევისაგან იქამდე სანამ ასოციაციის წინააღმდეგ არ იქნება გამოტანილი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.“.

2. სტანდარტული დებულებების 32-ე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ იმ პრივილეგიებისა და იმუნიტეტების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომლებიც ასოციაციისთვის სრულად გამომდინარეობს  ამ კონვენციიდან და არა მისი წესდებიდან [Articles of Agreement] ან სხვა სახის ნუსხიდან, რომელთა საფუძველზეც მას შეუძლია საკუთარი მოთხოვნების დაყენება.

3. წინამდებარე კონვენციის დებულებები (მათ შორის, წინამდებარე დანართი) არ ასწორებს ან ცვლის ან არ მოითხოვს ასოციაციის წესდების შესწორებას ან ცვლილებას ან არ ხელყოფს ან ზღუდავს მის ნებისმიერ უფლებას, იმუნიტეტს, პრივილეგიას ან გამორიცხვას, რომელიც ასოციაციის წესდებით, ან ასოციაციის ნებისმიერი წევრის ან პოლიტიკური ქვედანაყოფის ნებისმიერი ამგვარი წევრის ნებისმიერი კანონისმიერი აქტით, კანონით ან რეგულაციით ან სხვაგვარად მინიჭებული აქვს ასოციაციას ან მის ნებისმიერ წევრს, მმართველს, აღმასრულებელ დირექტორს, შემცვლელს, ოფიცერს ან დასაქმებულს.

დანართი XV[4]

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია [WIPO]

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (შემდგომში „ორგანიზაციად“ წოდებული) მიმართებით მისი გამოყენებისას, სტანდარტული დებულებები მოქმედებს შემდეგ ცვლილებათა გათვალისწინებით:

„1. სტანდარტული დებულებების VI მუხლის 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები, იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები აგრეთვე ენიჭებათ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთა მოადგილეებს.

„2. (ა) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან ასრულებენ მის მისიებს, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის, ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

„(i) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

„(ii) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი სასამართლო პროცესისაგან, ამგვარი იმუნიტეტი განაგრძობს მოქმედებას იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე.

„(iii) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

„(iv) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოსთან;

„(v) ორგანიზაციასთან კომუნიკაციისთვის, კოდების გამოყენების და დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მიღების უფლება კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით.

ზემოაღნიშნულ (iv) და (v) პუნქტებთან მიმართებით, გამოიყენება სტანდარტული დებულებების მე-12 ნაწილის ბოლო წინადადებაში შესული პრინციპი.

„(ბ) ზემოაღნიშნულ (ა) პუნქტში მოხსენიებულ ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.“.

დანართი XVI[5]

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი [IFAD]

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (შემდგომში „ფონდად“ წოდებული) მიმართებით მისი გამოყენებისას, სტანდარტული დებულებები მოქმედებს შემდეგ დებულებათა გათვალისწინებით:

1. სტანდარტული დებულებების 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები, იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები აგრეთვე ენიჭება ფონდის ნებისმიერ ვიცე-პრეზიდენტს.

2. (i) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ფონდის კომიტეტებში, ან ასრულებენ მის მისიებს, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

(ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

(ბ) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი სასამართლო პროცესისაგან, ამგვარი იმუნიტეტი განაგრძობს მოქმედებას იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ფონდის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე;

(გ) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

(დ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ფონდის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოსთან და ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, კოდების გამოყენების და დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მიღების უფლება კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით.

(ii) ზემოაღნიშნულ (დ) და მე-2 (i) პუნქტებთან მიმართებით, გამოიყენება სტანდარტული დებულებების 12 ნაწილის ბოლო წინადადებაში შესული პრინციპი.

(iii) ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ფონდის ინტერესებისთვის. ფონდს აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ფონდის ინტერესების შეულახავად.“.

 

დანართი XVII[6]

 

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია [UNIDO]

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (შემდგომში „ორგანიზაციად“ წოდებული) მიმართებით მისი გამოყენებისას, სტანდარტული დებულებები მოქმედებს შემდეგ ცვლილებათა გათვალისწინებით:

1. (ა) ექსპერტებს (გარდა VI მუხლის ფარგლებში შემავალი ოფიციალური თანამდებობის პირებისა), რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან ასრულებენ მის მისიებს, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის, მათ შორის ამგვარ კომიტეტებსა და მისიებში მუშაობასთან დაკავშირებული მგზავრობისას დახარჯული დროის ჩათვლით, ენიჭებათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

(i) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

(ii) მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას  წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით იმუნიტეტი ნებისმიერი სასამართლო პროცესისაგან, ამგვარი იმუნიტეტი განაგრძობს მოქმედებას იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ მუშაობენ ორგანიზაციის კომიტეტებში, ან აღარ არიან დასაქმებულნი მის მისიებზე;

(iii) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

(iv) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა,

(v) ორგანიზაციასთან კომუნიკაციისთვის, კოდების გამოყენების და დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მიღების უფლება კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით;

(ბ) ზემოაღნიშნულ 1(a) პუნქტის (iv) და (v) ქვე-პუნქტებთან მიმართებით, გამოიყენება სტანდარტული დებულებების მე-12 ნაწილის ბოლო წინადადებაში შესული პრინციპი.

(გ) ორგანიზაციის ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ ორგანიზაციის ინტერესებისთვის. ორგანიზაციას აქვს უფლება და ვალდებულება გააუქმოს ექსპერტის იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად.“

2. სტანდარტული დებულებების 21-ე ნაწილში მითითებული პრივილეგიები, იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები აგრეთვე ენიჭება ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ნებისმიერ მოადგილეს.


[1] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 2002 წლის 8 აპრილს.

[2] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1959 წლის 22 აპრილს.

[3] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1962 წლის 15 თებერვალს.

[4] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1977 წლის 19 ოქტომბერს.

[5] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1977 წლის 16 დეკემბერს.

[6] ავთენტური ტექსტი გენერალურმა მდივანმა მიიღო 1987 წლის 15 სექტემბერს.