|
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი (ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა) რეგულირდება „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 13 აპრილი 2016 წ. N4956-IIს |