|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1108-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15073 მუხლი: „მუხლი 15073. 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინებაზე თანხმობის გაცემა გარდამავალ პერიოდში 1. 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2. ეს მუხლი ძალას კარგავს 2017 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 16 დეკემბერი 2015 წ. N4649-რს |