|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 133-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1341 მუხლი: „მუხლი 1341. სარეკომენდაციო ინსტრუქცია 1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტის მიერ ჯეროვნად განსახორციელებლად მასზე სახელმძღვანელოდ გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია. 2. სარეკომენდაციო ინსტრუქციამ არ უნდა შეზღუდოს მუნიციპალიტეტის უფლება, უზრუნველყოს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 8 მაისი 2015 წ. N3605-რს |