საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6146-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.016712

საქართველოს კანონი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილება :

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვე პუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ბილეთი“ − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას;“.

2. 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია:

) მოძრაობის სიჩქარის მიხედვითჩქარი და სამგზავრო;

) მსვლელობის მანძილის მიხედვითსაერთაშორისო, მაგისტრალური და რეგიონული.“.

3. 39-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:

ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად;

ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ;

გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი;

დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად;

ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური;

ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა;

ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური;

თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით;

ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. რეგიონული მატარებლით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:

) შეიძინოს რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი);

ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი;

გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.“;

გ) მე-9 და მე-10 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს შესაბამისი შეღავათები.“.

უხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6146- I