საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4627-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518020, 18/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016309

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (პარლამენტის უწყებანი, 31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 582-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 582. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლა

თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ წელზე მეტი ვადით, მაშინ ათი წლის გასვლის შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს საიჯარო ურთიერთობა ამ კოდექსის 561-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4627I