საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 1251-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილებაზე. ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილება რეგულირდება საქართველოს კანონით „შვილად აყვანის წესის შესახებ“.“.
2. 1252-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილებაზე. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილება რეგულირდება საქართველოს კანონით „შვილად აყვანის წესის შესახებ“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3082-რს