საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11391 მუხლი:
„მუხლი 11391. საზღვარგარეთ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი
ამ კარის პირველი და მეორე თავებით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.“.
2. 1151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა
მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.“.
3. 1190-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შესაძლებელია ასევე დადგინდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.“.
4. 1244-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 1 ოქტომბერი.
№3657–IIს